icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

კატეგორია: ფუნგიციდები - კულტურების მიხედვით

კულტურების მიხედვით: ვაშლი, ატამი, გარგარი, ბალი, ალუბალი, ციტრუსი, დაავადების მიხედვით, ნაცარი, ალტერნარიოზი, კოკომიკოზი, კლასტეროსპოროზი, ქეცი, ფოთლის სიხუჭუჭე

წონა: 1 კგ

პროდუქტის აღწერა

 

სკორი წარმოადგენს სისტემური მოქმედების ფუნგიციდს ვაშლის ქეცის, კურკოვნებისა და ციტრუსოვანი კულტურების ძირითადი დაავადებების წინააღმდეგ

მოქმედი ნივთიერება: დიფენოკონაზოლი 250 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი (ეკ)
შეფუთვა: 100 მლ

მწარმოებელი: Syngenta

 

გამოყენების რეკომენდაცია:

ვაშლი – პროფილაქტიკური დამუშავების პროგრამა 7-10 დღიანი შუალედებით; ვარდისფერი კონუსის ფაზიდან 10 მმ-ის ზომის ნაყოფების ფაზამდე. დასაშვებია დამუშავება ყვავილობის პერიოდში.

ატამი, გარგარი, ალუბალი, ბალი – ვეგეტაციის პერიოდში ტარდება ორი შესხურება; პირველი – ვარდისფერი კონუსის ფაზაში, მეორე – ყვავილობის შემდეგ

ციტრუსი – ვეგეტაციის პერიოდში ტარდება ორი-სამი შესხურება, ქეცის ძლიერი განვითარების კერებში: სკორი 0.5-0.6 ლ/ჰა + კონტაქტური ფუნგიციდი „დითანი“

 

სკორის თვისებები:

  • ბრწყინვალე მოქმედება მაღალი ინფექციის დროს
  • როგორც ფოთლების, ასევე ნაყოფების მაღალეფექტური დაცვა
  • ხანგრძლივი მოქმედება
  • ხარჯვის დაბალი ნორმა
  • საუკეთესო პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება
  • სისტემური მოქმედება, სწრაფი შეჭრა მცენარის ქსოვილებში
  • არ ირეცხება წვიმით დამუშავებიდან 2 საათის შემდეგ
  • გამორიცხულია ფიტოტოქსიკურობა მცენარის ნებისმიერ ფენოფაზაზე
  • ანტირეზისტენტული პროგრამის აუცილებელი კომპონენტია
  • ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ფუნგიციდი ტრიაზოლების ჯგუფიდან
  • მასტიმულირებელი მოქმედება მცენარეზე
  • გამოყენების მოქნილი დრო (კოკრები, ყვავილობა, გამონასკვა, ნაყოფების ფორმირება)
  • დროისა და დანახარჯების ეკონომია
  • საუკეთესო ეკოლოგიური და ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლები

გამოყენების ცხრილი:

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა კგ/ჰა სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა)
ვაშლი ქეცი, ნაცარი 0.2-0.3 800-1000 20 (4)
მსხალი ალტერნარიოზი 0.3 800-1000 14 (4)
ატამი ფოთლის სიხუჭუჭე 0.3 800-1000 14 (2)
გარგარი კლასტეროსპოროზი, ქეცი 0.2-0.3 800-1000 14 (2)
ალუბალი, ბალი კოკომიკოზი 0.2 1000 14 (2)
ციტრუსი ქეცი, ალტერნარიოზი 0.5-0.6 1000-1500 20 (3)

მსგავსი პროდუქტები