icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

175 icon

5 ლ

35 icon

1 ლ

10 icon

0.2 ლ

5 icon

0.1 ლ

კატეგორია: ფუნგიციდები - კულტურების მიხედვით

კულტურების მიხედვით: ხორბალი, ქერი

პროდუქტის აღწერა

ტებუკონაზოლი არის ეფექტური სისტემური ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება მარცვლეულის თესლის სამკურნალოდ და თესლში გადატანილი ფიტოპათოგენების გასაკონტროლებლადსისტემური მოქმედების ფართო სპექტრი პრეპარატის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. იგი ასევე გამოიყენება რაფსისა და მარცვლოვანი მცენარეების სამკურნალოდ, როგორც კომბინირებული პრეპარატების შემადგენელი კომპონენტი.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

ტებუკონაზოლი არის ფართო სპექტრის სისტემური ფუნგიციდი. მას აქვს დამცავი, სამკურნალო თვისებები, სწრაფად აღწევს და თანაბრად ნაწილდება  მცენარეში. პრეპარატს გააჩნია სწრაფი საწყისი აქტიურობა. დამუშავებისთანავე პესტიციდი აღწევს მცენარეში აღმოცენებისას და გადანაწილდება მისი ზრდის შესაბამისად. ტებუკონაზოლი იცავს მცენარეებს დაავადებებისგან შესხურებიდან სამი კვირის განმავლობაში. მას აქვს ზრდის მარეგულირებელი ეფექტი, რაც შეიძლება შემაფერხებელად მოქმედებდეს არახელსაყრელ ამინდობრივ პირობებში: ტენიანობის ნაკლებობა/სიჭარბე, თესლის ძალიან ღრმად დათესვა, მაღალი ჰერბიციდული დატვირთვა და ა.შ. 

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • განსაკუთრებული დაცვა გუდაფშუტას წინააღმდეგ;
  • ხელს არ უშლის თესლის გაღვივებას;
  • არ აზიანებს თესლს,
  • ტებუჯით დამუშავებული სათესლე მასალა გამოიყენება თესლბრუნვაში.
  •  

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • პრეპარატი გამოიყენეთ ხორბლის, ქერის და შვრიის სათესლე მასალების დასამუშავებლად;
  • გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ტარის ეტიკეტზე მოცემულ ინსტრუქციას;
  • პესტიციდი შეინახეთ სპეციალურად განკუთვნილ ადგილას;
  • გამოყენებისას დაიცავით უსაფრთხოების ნორმები.

 

კულტურა დაავადების დასახელება გამოსაყენებელი დოზა
ხორბალი ხორბლის მაგარი გუდაფშუტა (Tilettia spp.) ხორბლის მტვრიანა გუდაფშუტა (Ustilago triciti) 40-50 გ/100კგ მარცვალი
ქერი ქერის მაგარი გუდაფშუტა (UStilago hordei), ქერის მტვრიანა გუდაფშუტა (Ustilago nuda hordei), ხორბლის ხაზურა ჟანგა (Pyrenophora graminea) 40-50 გ/100კგ მარცვალი

მსგავსი პროდუქტები