ჩვენ შესახებ
აგრო ეფექტის შესახებ
უკეთ გაგვიცანი
შპს „აგროტექნოპლიუსი“
შპს „აგროტექნოპლიუსმა“, რომელიც ბაზარზე მაღაზიათა ქსელის „აგრო ეფექტი“-ის სახელით არის წარმოდგენილი, მინერალური სასუქებითა და აგროქიმიური პროდუქტებით ვაჭრობის მწარმოებელმა კომპანიამ, 2013 წლიდან, კერძო ინიციატივის ფარგლებში ქალაქ გორში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით დაიწყო ფუნქციონირება. წლების შემდგომ, სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულ სფეროდ გამოცხადებისთანავე თავდაუზოგავი შრომით, მომხმარებლის ნდობის მოპოვებით, ხარისხისა და შედარებით დაბალი ფასების შენარჩუნებით, ბიზნესი გააფართოვა და ახალი ორგანიზაცია დააფუძვნა.
2017 წლიდან DCFTA საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ ახალ ინფორმაციასა და ცოდნაზე ხელმისაწვდომობამ საწარმოს შესაძლებლობა მისცა თამამად დაეწყო ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი რეგულაციების დანერგვა, შიდა მენეჯმენტის შეცვლა და თანამშრომელთა სისტემატიური გადამზადება. ორგანიზაციამ, გასულ წელს, ევროპული კომპანიების ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მოიპოვა, სოფლის მეურნეობის შესაბამისი სერთიფიცირების საფუძველზე კი ლიტვური ტორფისა და ესპანური სასუქების დარეგისტრირება, იმპორტირება და ქართულ ბაზარზე რეალიზიცია დაიწყო.
ევროპული ხარისხის პროდუქციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ ადამიანური რესურსის გაძლიერება დააყენა დღის წესრიგში. დღეისათვის კომპანიას უკვე 30-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.
დროში გამოცდილი
შპს ,,აგრო ეფექტი" უკვე 16 წელზე მეტია ბაზარზეა წარმოდგენილი და სანდო და ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს ფერმერებს.
16
წლიანი გამოცდილება