ჩვენი პროდუქტი
სტრაჟი წდგრ

ფუნგიციდები
კულტურების მიხედვით65
კატეგორია: ფუნგიციდები - კულტურების მიხედვით
კულტურების მიხედვით: ვაშლი, ატამი, გარგარი, ვაზი, მსხალი, ციტრუსი, თხილი, დაავადების მიხედვით, ნაცარი, მონილიოზი, ქეცი, ფოთლის სიხუჭუჭე
პროდუქტის აღწერა
მოქმედი ნივთიერება: ციპროდინილი 500 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: სუსპენზიის კონცენტრატი
სტრაჟი წარმოადგენს სისტემურ ფუნგიციდს ხილ-კენკროვანი ნარგავებისა და ყურძნის დაავადებების წინააღმდეგ.
თავსებადობა
თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოთ მათი თავსებადობა (არ უნდა გაუჩნდეს ნალექი, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა. შ.).
მოქმედების მექანიზმი
გააჩნია ძალზე ძლიერი სისტემური მოქმედება. ციპროდინილი არღვევს სოკოების სასიცოცხლო ციკლს. უმთავრესად მცენარის სოკოს მიცელიუმის ქსოვილებში შეღწევის და განვითარების დროს, აჩერებს ამინომჟავების ბიოსინთეზს. იგი მოძრაობს აკროპეტალურად და ტრანსლამინარულად.
პრეპარატის უპირატესობები:
გააჩნია მრავალმხრივი დამცავი მოქმედება;
ძალზე ეფექტურია სოკოვანი დაავადებების მრავალი გამომწვევის წინააღმდეგ;
არ ირეცხება ატმოსფერული ნალექებით;
გააჩნია ხანგრძლივი დამცავი მოქმედება;
გამოყენებაში ეკონომიური და მომგებიანია;
ეფექტურად მოქმედებს დაბალ ტემპერატურაზე.
გამოყენების ცხრილი:
კულტურა | დაავადება | ხარჯვის ნორმა | დამუშავების პერიოდი და მეთოდი | ლოდინის პერიოდი | დამუშავების ჯერადობა |
ხილ-კენკროვანი კულტურები: ვაშლი, მსხალი, ატამი, ალუბალი და სხვა. | ნაცარი, ქეცი, მონილიოზი | 0,4 კგ/ჰა (6-8 გრამი 10 ლ წყალზე) |
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
30 | 4 |
კაკლოვანი კულტურები: კაკალი, თხილი, ნუში, ფისტა და სხვა. | ფოთლის სიხუჭუჭე, მონილიოზი, კლასტეროსპორიოზი | 0,4 კგ/ჰა (6-8 გრამი 10 ლ წყალზე) | 30 | 4 | |
ვენახი | ნაცარი, ქეცი, ნაცრისფერი სიდამპლე | 0,7 კგ/ჰა (12-14 გრამი 10 ლ წყალზე) | 7 | 3 | |
ციტრუსი | მონილიოზი, კლასტეროსპორიოზი | 0,4 კგ/ჰა (6-8 გრამი 10 ლ წყალზე) | 30 | 3 | |
კენკროვანი კულტურები: ჟოლო, მოცვი, მაყვალი, ხურტკმელი | მონილიოზი, კლასტეროსპორიოზი | 0,4 კგ/ჰა (6-8 გრამი 10 ლ წყალზე) | 30 | 4 |
მსგავსი პროდუქტები