icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

40 icon

5 კგ

8 icon

1 კგ

კატეგორია: ფუნგიციდები

პროდუქტის აღწერა

მოქმედი ნივთიერება: სულფური 800 გ/კგ

კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი ლაიფსული გამოიყენება ვაზის, ვაშლის, მსხლის, კიტრის, პომიდვრის, ყაბაყის, შავი მოცხარის, ვარდისა და ყვავილოვან კულტურებში ნაცროვანი დაავადებების წინააღმდეგ. იდეალურად ავსებს სისტემურ ფუნგიციდებს პრევენციულ შესხურებებში ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ დაავადებებისა და ტკიპების კონტროლისთვის.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

მრავალმხრივი მოქმედების არაორგანული ფუნგიციდი, გოგირდი არის არასისტემური, კონტაქტური ფუნგიციდი მეორადი აკარიციდული მოქმედებით. მცენარეებში შეღწევის გარეშეც გოგირდის ორთქლი აჩერებს სოკოს სპორების სასიცოცხლო აქტივობას და განვითარებას, რაც ხელს უშლის მის შემდგომ გავრცელებას.

 

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • დამცავი მოქმედების პერიოდი 7-10 დღე;
  • წყალთან შეხებისას ის მყისიერად ქმნის სტაბილურ ერთგვაროვან სუსპენზიას;
  • აქვს ფუნგიციდური და აკარიციდური მოქმედება;
  • დამუშავების მაქსიმალური სიხშირე სეზონზე: 1-4-ჯერ, 14-30 დღის ინტერვალით, მოსავლის მიხედვით;
  • კარგი მიმწებებლობა, ბრწყინვალე კონტაქტური მოქმედება და აქტიური აირად ფაზაში;
  • პრეპარატი არ აალდება;
  • არ მტვერდება;

 

       პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  •        გოგირდის შესხურება რეკომენდებულია დილით ადრე, ან გვიან საღამოს;
  •        არ დაამუშავოთ სველი ფოთლები;
  •        ფოსფორორგანულ პრეპარატებთან შერევისას თავსებადობა აუცილებლად უნდა შემოწმდეს;
  •        თავსებადია სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში გამოყენებულ ბევრ პრეპარატთან,გარდა ზეთებზე დაფუძნებული პრეპარატებისა და ტუტე რეაქციის მქონე პრეპარატებისა;
  •        რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური;
კულტურა დაავადება გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 3-5 1(4-6)
ვაშლი, მსხალი ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 3-8 1(1-6)
კიტრი,პომიდორი ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2-3 1(1-5)
ყაბაყი ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2-3 1(1-3)
ყვავილოვანი კულტურები (ღია და დახურულ გრუნტში) ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 3-4 1(2-4)
ვარდი ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2-3 1(2-4)
შავი მოცხარი ამერიკული ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2-3 1(1-3)

მსგავსი პროდუქტები