ჩვენი პროდუქტი
ზელვე
ფუნგიციდები
კულტურების მიხედვით42 ![]()
კატეგორია: ფუნგიციდები - კულტურების მიხედვით
კულტურების მიხედვით: ატამი, გარგარი, დაავადების მიხედვით, ლაქიანობა
პროდუქტის აღწერა
მოქმედი ნივთიერება: 76% ზირამი
პრეპარატული ფორმა: წყალში დისპერსირებადი გრანულები
მწარმოებელი: Astranova, თურქეთი
პრეპარატის აღწერა: ზელვე არის უმაღლესი ხარისხის ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად მუშაობს სოკოების წინააღმდეგ. კერძოდ, იცავს ატმისა და გარგარის კულტურას ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა: ატმის ფოთლის სიხუჭუჭე და ლაქები კურკოვან ხილში. პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერება ზირამი ებრძვის იმ ბაქტერიას, რომელიც იწვევს ბაქტერიული ფოთლის ლაქიანობას. ზირამი ხელს უშლის სოკოვანი სპორების გაღვივებას და მიცელიუმის ზრდას სუნთქვის პროცესში. იგი ხელს უწყობს მრავალწლიანი კულტურების ჯანსაღ ზრდასა და მოსავლის ხარისხიანობას. აღსანიშნავია, რომ აქტიური ნივთიერება ზირამი შედგება თუთიის ელემენტებისგან, რომლებიც აუცილებელია მცენარის ქლოროფილის წარმოებისა და სტრესის მიმართ ამტანობისთვის.
გამოყენების ცხრილი:
| კულტურა | დაავადება | გამოყენების დოზა | ლოდინის პერიოდი |
| ატამი | ატმის ფოთლის სიხუჭუჭე | 200 გ/100 ლ წყალში | 7 დღე |
| გარგარი | ლაქები კურკოვან ხილში | 250 გ/100 ლ წყალში | 56 დღე |
ატმის ფოთლის სიხუჭუჭე: გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც კვირტები იწყებს შეშუპებას.
კურკიანი ხილის ლაქები გარგარში: 1. გამოყენება: შემდოგომაზე ფოთლების დაცვენის შემდეგ; 2. გამოყენება: ყვავილის კვირტების გახსნამდე გაზაფხულ- ზე (ვარდისფერი ყვავილის კვირტის პერიოდი).
გამოიყენეთ ცივ საათებში უქარო ან ნაკლებად ქარიანი ამინდის პირობებში.
მსგავსი პროდუქტები
