ჩვენი პროდუქტი
ბრავო
ფუნგიციდები
კულტურების მიხედვითკატეგორია: ფუნგიციდები - კულტურების მიხედვით
კულტურების მიხედვით: ვაზი, პომიდორი, კიტრი, კარტოფილი, ხახვი, ხორბალი, ქერი, დაავადების მიხედვით, ჭრაქი, ალტერნარიოზი, ფიტოფტოროზი, ჟანგა, სიდამპლე, ლაქიანობა
წონა: 1 კგ
პროდუქტის აღწერა
მოქმედი ნივთიერება: ქლოროტალონილი 500 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: სუსპენზიური კონცენტრატი
მწარმოებელი: Syngenta
ბრავო არის კონტაქტური, ფართო სპექტრის ფუნგიციდი, მკვეთრად გამოხატული დამცავი უნარითა და ნალექების მიმართ კარგი მედეგობით. ეფექტურია მთელი რიგი სასოფლო–სამეურნეო კულტურების დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკური გამოყენების შემთხვევაში
თვისებები:
- კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ანადგურებს სოკოების სპორებს მათი გაღივების მომენტში
- გამოიყენება უმეტესი სასოფლო–სამეურნეო კულტურების დაავადებების წინააღმდეგ (ასკომიცეტები, ბაზიდიომიცეტები, დეიტერომიცეტები, ოომიცეტები) და სხვ.
- პრეპარატი რეგისტირებულია მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში 65 კულტურულ მცენარეზე და 125 დაავადების წინააღმდეგ.
- უნიკალური პრეპრატული ფორმის გამო ძალზედ მაღალი მედეგობა აქვს წვიმის მიმართ.
- პრეპარატის ფორმულაცია შესაძლებლობას იძლევა, მაღალი ხარისხის მიმწებებლობისა, ქმნის დამცავ ზედაპირზე წვიმის მიმართ მედეგ აპკს.
- უხვი ნალექები არათუ ახდენს პრეპრატის ჩამორეცხვას, არამედ ხელს უწყობს მის თანაბარ გადანაწილებას დასაცავი მცენარის ფოთლების ზედაპირზე.
- ფუნგიციდი ბლოკირებას უკეთებს მთელ რიგ სასიცოცხლო პროცესებს პათოგენის უჯრედში, რის გამოც გამორიცხულია რეზისტენტობის წარმოქმნა.
უპირატესობები:
- ეფექტურია ტემპერატურის ფართე დიაპაზონში
- დაცვითი მოქმედების ხანგრძლივობა 10–14 დღე
- შესანიშნავი პარტნიორია სხვა ფუნგიციდებთან კომბინაციაში ანტირეზისტენტული პროგრამისათვის (ტრიაზოლები, სტრობილურინები, ფენილამიდები)
- სრულიად უვნებელია მცენარისათვის, ვინაიდან არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა
გამოყენების ცხრილი:
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა) |
---|---|---|---|---|
კარტოფილი | ფიტოფტორა, ალტერნარია | 2.2–3.0 | 250–300 | 20 (3) |
ხახვი | ჭრაქი | 3.0 | 250–300 | 21 (3) |
პომიდორი, კიტრი | ფიტოფტორა, მურა ლაქიანობა, ნაყოფების სიდამპლე | 3.0 | 300–400 | 7 (3) |
ხორბალი, ქერი | ჟანგები, ფოთლის ლაქიანობა | 2.0–2.5 | 250–300 | 40 (2) |
ვაზი | ჭრაქი, ანთრაქნოზი, ნაცრისფერი სიდამპლე | 2.5 | 600–800 | 30 (2) |
მსგავსი პროდუქტები