ჩვენი პროდუქტი
ხორუსი
ფუნგიციდები
კულტურების მიხედვითკატეგორია: ფუნგიციდები - კულტურების მიხედვით
კულტურების მიხედვით: ვაშლი, ატამი, გარგარი, ვაზი, მსხალი, ბალი, ალუბალი, ქლიავი, დაავადების მიხედვით, ჭრაქი, მონილიოზი, კოკომიკოზი, კლასტეროსპოროზი, სიდამპლე, ქეცი
პროდუქტის აღწერა
ოქმედი ნივთიერება: ციპროდინილი 750 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: წყალში დისპერსირებადი გრანულები (წდგრ)
მწარმოებელი: Syngenta
ხორუსი წარმოადგენს სისტემური მოქმედების ფუნგიციდს ვაშლის ქეცისა და კენკროვანი კულტურების დაავადებების წინააღმდეგ. განსაკუთრებით ეფექტურია დაბალი ტემპერატურის დროს. ინჰიბირებას უკეთებს ამინომჟავების სინთეზს, აბრკოლებს სოკოს მიცელიუმის შეღწევას მცენარეულ ქსოვილში.
ხორუსი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ციპროდინილს, რომელიც რეკომენდებულია ხეხილის ქეცის წინააღმდეგ სეზონის დასაწყისში. მისი უნიკალური მოქმედების მექანიზმის გამო ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარება გამორიცხულია. სისტემური, დამცავი და სამკურნალო თვისებების გამო იგი ცენტრალური რგოლია ხეხილის ქეცის საწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად. მოქმედი ნივთიერება და პრეპარატული ფორმა უსაფრთხოა ადამიანისა და გარემოს მიმართ.
უპირატესობები:
- ბრწყინვალე მოქმედება ძლიერი ინფექციის დროსაც
- მაღალი აქტივობა დაბალ ტემპერატურაზე - რეკომენდებულია პირველი წამლობისთვის ქეცის საწინააღმდეგოდ
- იდეალურია მცენარეთა დაცვის სისტემაში
- ხორუსი, წდგრ-ის გამოყენებით მიიღება ძლიერი, ჯამრთელი ფოთლები, მაღალი ხარისხის ნაყოფები
გამოყენების ცხრილი:
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა) |
---|---|---|---|---|
ვაშლი, მსხალი | ქეცი | 0.2 | 800-1000 | 28 (3-4) |
ბალი, ალუბალი, ატამი, ქლიავი | მონოლიოზი, კლასტეროსპორიოზი, კოკომიკოზი | 0.2 | 800-1000 | 28 (3-4) |
ვაზი | ნაცრისფერი სიდამპლე, ჭრაქი, ნაცარი | 0.5-0.7 | 600-800 | 20 (2-3) |
მსგავსი პროდუქტები