icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

120 icon

10 კგ

კატეგორია: ფუნგიციდები

პროდუქტის აღწერა

პრეპარატის აღწერა:

ლენაფრუტი 20 სფ მაღალეფექტური ფუნგიციდია ატმის სიხუჭუჭის, კასტეროსპორიოზის, ვაშლის ქეცის და სიდამპლეების, ვაზის ჭრაქისა და კულტურათა ანთრაქნოზის, ციტრუსის სიდამპლეების, ნეკროზის და სასოფლო-სამეურნეო კულტურებში გავრცელებული სხვა დაავადებების წინააღმდეგ.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატს აქვს მასტიმულირებელი მოქმედება მცენარეებზე. პრეპარატის ეფექტურობა დამოკიდებულია მისი გამოყენების პერიოდზე (გამოყენება უნდა მოხდეს დაავადების გამოჩენისთანავე). ამ შემთხვევაში მას თითქმის არ აქვს უარყოფითი გავლენა დაცულ კულტურებზე. როდესაც მცენარეს ამუშავებენ ბორდოს სითხით ძირითადი სპილენძის სულფატი ჟელატინისებრი ნალექის სახით ილექება, რომელიც კარგად ეკვრის ფოთოლს და ფარავს მცენარეს დამცავი ფენით. ფუნგიციდებს შორის ბორდოს სითხე მდგრადობით (შენარჩუნებით) ფოთოლზე პირველ ადგილზეა. სპილენძის შემცველი ბიოლოგიური თვისებები განისაზღვრება, სპილენძის იონების აქტიური რეაგირებით ლიპოპროტეინებთან და ცოცხალი უჯრედების ფერმენტულ კომპლექსებთან. სპილენძის იონები, რომლებიც შედიან პეთოგენურ უჯრედებში საკმარისად მაღალი კონცენტრაციით, ურთიერთქმედებენ სხვადასხვა ფერმენტთან, რომლებიც შეიცავს კარბოქსილის, იმიდაზოლის და თიოლის ჯგუფებს, რაც თრგუნავს მცენარის აქტივობას. მათი შერჩევითობა სასარგებლო ორგანიზმებთან მიმართებაში დამოკიდებულია სპილენძის იონების რაოდენობაზე, რომელიც შედის უჯრედებში და გროვდება მათში. 

პრეპარატის გამოყენება: ბორდოს სითხე არ უნდა იყოს შერეული ფოსფორორგანულ ინსექტიციდებთან და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც იშლება ტუტე გარემოში; ლენაფრუტი არ შეურიოთ ტუტოვან პესტიციდებს.

გამოყენების ცხრილი:

კულტურა დაავადება გამოყენების პერიოდი ხარჯვის ნორმა კგ/ჰა ლოდინის პერიოდი
ვაზი ჭრაქი, წითელა, ანთრაქნოზი, შავი სიდამპლე, ლაქიანობა გაითვალისწინეთ: ნალექი, ფაზა, ტემპერატურა 7 - 10 კგ/ჰა 25
ატამი ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპორიოზი, ბაქტერიული კიბო გვიან შემოდგომით, ფოთლების გაცვენის შემდეგ, ადრე გაზაფხულს, კვირტების დაბერვამდე 20 - 25 კგ/ჰა 20
შესხურება აქტიურ ვეგეტაციის ფაზაში 7 - 10 კგ/ჰა -
ვაშლი ყავისფერი სიდამპლე, ქეცი, მონილიოზი, ვაშლის ქეცი შესხურება აქტიურ ვეგეტაციის ფაზაში 7 - 10 კგ/ჰა 20
შესხურება მწვანე კონუსის ფაზებში 20 - 25 კგ/ჰა 20
მსხალი   შესხურება მწვანე კონუსის ფაზებში 20 - 25 კგ/ჰა -
ბალი, ალუბალი ალუბლის ქაჯის ცოცხი, კურკოვანთა ნაცრისფერი სიდამპლე შესხურება აქტიურ ვეგეტაციის ფაზაში 7 - 10 კგ/ჰა 15
მარწყვი მარწყვის ფოთლის, ფესვის სიდამპლე შესხურება მწვანე კონუსის ფაზებში 7 - 10 კგ/ჰა -
ციტრუსი მეჭეჭიანობა, მალსეკო ბაქტერიული ნეკროზი, ანთრაქნოზი, მელანოზი გვიან შემოდგომით, ფოთლების გაცვენის შემდეგ, ადრე გაზაფხულს, კვირტების დაბერვამდე 8 - 10 კგ/ჰა 15
პომიდორი ფიტოფტოროზი, სიდამპლე, მურა ლაქიანობა, ალტერნარიოზი შესხურება ტარდება ყვავილობამდე 6 - 8 კგ/ჰა 8
კიტრი, ნესვი, საზამთრო, გოგრა პერენოსპოროზი, ანთრაქნოზი, ბაქტერიოზი, ასკოქიტოზი შესხურება აქტიურ ვეგეტაციის ფაზაში 3.5 კგ/ჰა 5
კარტოფილი ფიტოფტორა, ალტერნარიოზი   7 - 10 კგ/ჰა -

მსგავსი პროდუქტები