ჩვენი პროდუქტი
ბუქსომ 80
ფუნგიციდები
პროდუქტის აღწერა
მოქმედი ნივთიერება: 80% ალუმინის ფოსეთილი
პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი (სფ)
მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი
ბუქსომ 80 სფ არის ორმხრივი სისტემური ფუნგიციდი, რომელიც მცენარის ძარღვოვან სისტემაში გადაადგილდება როგორც ფოთლებიდან ფესვებში, ისე ფესვებიდან ფოთლებამდე. აქტიური ნივთიერება - ალუმინის ფოსეთილი მოქმედებს სოკოს სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადების შემდგომ გავრცელებას. ფუნგიციდი აძლიერებს კულტურის დაცვით უნარს მასში ინფექციის შეღწევის წინააღმდეგ. პრეპარატს გააჩნია ორმაგი ეფექტი: ერთის მხრივ, პირდაპირი ფუნგიციდური მოქმედება, ხოლო მეორეს მხრივ, მცენარის ბუნებრივი იმუნიტეტის სტიმულაცია.
გამოყენების ცხრილი:
| კულტურა | დაავადება | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | გამოყენების ხერხი, დრო, თავისებურება | ლოდინის პერიოდი (ჯერადობა) | ხელით მექანიზირებული სამუშაოების დაწყების დრო |
| ციტრუსი (ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, მანდარინი) | ფიტოფტორა (ყავისფერი ლპობა და ღეროს წებოვნება) | 3.0 - 4.0 | 200 გრ 100 ლ წყალში. 1. შემოდგომას შესხურება უნდა ჩატარდეს წვიმებამდე. 2. თუ ამინდი წვიმიანია I შესხურებიდან 15 დღის შემდეგ აუცილებელია გამეორება. ხარჯვა: 1 500 ლ/ჰა | 14 (1) | 7 (3) |
| მოსავლის აღების შემდგო მი ყავისფერი ნაყოფის სიდამპლე | 300 გ 100 ლ წყალში. ნაყოფები 3 წთ-ის განმავლობაში მოთავსდება პრეპარატის ნარევში | ||||
| მსხალი | ბაქტერიული სიდამპლე | 4.0 | 400 გრ 100 ლ წყალში. I შეს- ხურება ტარდება ყვავილობის დასაწყისში, II სრული ყვავილო- ბის ფაზაში, თუ დაავადებების- თვის ხელსაყრელი პირობები გაგრძელდება, საჭიროა III წამ- ლობა. ხარჯვა: 1 00 ლ/ჰა. | 14 (2) | 7 (3) |
| გოგრისებრი (კიტრი, ნესვი) | ჭრაქი | 1.0 - 1.5 | 200 გრ 100 ლ წყალში. შესხურე- ბა იწყება მცენარის ამოსვლი- სას ან დაავადების გამოჩენ- ისთანავე. შემდეგი წამლობები ტარდება 10 დღის ინტერვა- ლით. ხარჯვა: 400-500 ლ/ჰა | 7 (3) | 7 (3) |
| პომიდორი | ჭრაქი | 1.5 - 2.0 | შესხურება იწყება, როცა ფო- თოლზე ჩნდება 3-5 მმ ყავის- ფერი ლაქები და ქვედა მხარეს ნაცრისფერი ფიფქი, ან სადაც ჭრაქი ყოველწელს ფიქსირ- დება. ინტერვალი 10 დღე. ხარჯვა: 400-500 ლ/ჰა | 7 (2-3) | 7 (3) |
| ხახვი | ჭრაქი პერენოსპოროზი | 1.2 -1.5 | შესხურება იწყება დაავადების I ნიშნების გამოჩენისას. შემდეგი წამლობები ტარდება 10 დღის ინტერვალით. ხარჯვა: 200 - 300 მ/ჰა | 14 (3) | 7(3) |
მსგავსი პროდუქტები
