ჩვენი პროდუქტი
გლინვილი

ფუნგიციდები
პროდუქტის აღწერა
დიმეტომორფი 150 გ/კგ, ფოლპეტი 500 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: წყალში დისპერსირებადი გრანულები
გლინვილი არის უნიკალური მოქმედების ფართო სპექტრის ფუნგიციდი, რომელიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან დაცვას ვაზისა და ბოსტნეული კულტურების წამლობის დაცვის სისტემაში.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
გლინვილი არის ორკომპონენტიანი ფუნგიციდი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ბიოლოგიური ეფექტურობით, სიტემური მოქმედების საშუალებით იგი აღწევს ქსოვილში და გადაადგილდება უჯრედშორისში, რაც უზრუნველყოფს სოკოს განვითარების შეფერხებას, მათ შორის ხელს უწყობს ზოოსპორების სწრაფად დაინფიცირებას. ფუნგიციდის მოქმედების სხვადასხვა მექანიზმების მქონე ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაცია უზრუნველყოფს პრეპარატის, როგორც მაღალეფექტიან მოქმედებას, ისე რეზისტენტობის აქტიურ მართვას.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
დაავადების შესანიშნავი და საიმედო კონტროლი;
ერთდროულად თრგუნავს რამდენიმე დაავადების გამომწვევ პათოგენებს;
გამოყენება შესაძლებელია კულტურის განვითარების ყველა ფაზაში;
სწრაფი მოქმედების უნარი;
ადვილად ერევა სხვა ფუნგიციდებს;
მედეგია ნალექების მიმართ;
ფუნგიციდის ეფექტიანობა არ არის დამოკიდებული ტეპერატურულ პირობებზე;
არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა.
გამოყენების ცხრილი:
კულტურა | ხარჯვის ნორმა | მოქმედების სპექტრი | გამოყენების ვადები | ლოდინის პერიოდი დამუშავების ჯერადობა |
ვაზი | 1,3-1,7 კგ/ჰა | ჭრაქი, ნაცარი ნაცრისფერი სიდამპლე | ვეგეტაციის პერიოდი | 30 (3) |
კიტრი (ღია და დახურული გრუნტი) | 1,3-1,7 კგ/ჰა | პერნოსპოროზი | ვეგეტაციის პერიოდი | 28 (3) |
პამიდორი (ღია და დახურული გრუნტი) |
1,3-1,7 კგ/ჰა | ალტერნარიოზი, ფიტოპტოროზი | ვეგეტაციის პერიოდი | 28 (3) |
კარტოფილი | 1,3-1,7 კგ/ჰა | ალტერნარიოზი, ფიტოპტოროზი | ვეგეტაციის პერიოდი | 28 (3) |
ხახვი, ნიორი | 1,3-1,7 კგ/ჰა | პრპენოსპოროზი | ვეგეტაციის პერიოდი | 28 (3) |
მსგავსი პროდუქტები