ჩვენი პროდუქტი
ტასპა
ფუნგიციდები
კულტურების მიხედვითკატეგორია: ფუნგიციდები - კულტურების მიხედვით
კულტურების მიხედვით: ვაშლი, ატამი, გარგარი, მსხალი, ბალი, ალუბალი, ხორბალი, ქერი, ქლიავი, ციტრუსი, დაავადების მიხედვით, ნაცარი, ალტერნარიოზი, კლასტეროსპოროზი, ქეცი, ფოთლის სიხუჭუჭე
წონა: 1 კგ
პროდუქტის აღწერა
მოქმედი ნივთიერება: დიფენოკონაზოლი 250 გ/ლ + პროპიკონაზოლი 250 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი (ეკ)
მწარმოებელი: Syngenta Crop Protection AG
ტასპა, 500 ეკ არის უნიკალური სისტემური მოქმედების ფუნგიციდი ორი მოქმედი საწყისით, მარცვლეულის, ხეხილის, ციტრუსების ძირითადი დაავადებების წინააღმდეგ
დიფენეკონაზოლი - ინჰიბირებას უკეთებს სოკოს მიცელიუმს, აფერხებს სპორათწარმოქმნის პროცესს, გააჩნია სისტემური და ტრანსლამინალური მოქმედება
პროპიკონაზოლი - ინჰიბირებას უკეთებს სოკოს ჰიფებსა და ნაყოფსხეულების ზრდას უჯრედული მემბრანების ბიოსინთეზის დათრგუნვის გზით
გამოყენების რეკომენდაციები:
- პროფილაქტიკური დამუშავება იძლევა უკეთეს შედეგს
- ორჯერ მიყოლებით გამოყენების შემთხვევაში საჭიროა გამოყენებულ იქნას ფუნგიციდი, რომელიც ეკუთვნის ტრიაზოლებისგან განსხვავებულ კლასს
- დაავადების ძლიერი განვითარების დროს სასურველია კონტაქტურ ფუნგიციდთან კომბინირება (დითან მ 45)
- არ გამოიყენოთ პრეპრატი თუ ფოთლებზე ნამია ან მოსალოდნელია წვიმა
უპირატესობები:
- ახასიათებს აკროპეტალური და ბაზიპეტალური გადაადგილების უნარი
- ხელს უწყობს ერთწლიანი ნაზარდების განვითარებას და ზრდის საასიმილაციო ფართობს
- ორი აქტიური ნივთიერება განაპირობებს საიმედო დაცვას
- გამორიცხულია ჯვარედინი რეზისტენტობა
- იცავს მცენარეს ერთდროულად რამოდენიმე დაავადებებისგან
- ასტიმულირებს სანაყოფე კვირტების ჩასახვას
- აძლიერებს და ახანგრძლივებს ფოტოსინთეზის პროცესს
- უვნებელია ფუტკრებისათვის
გამოყენების ცხრილი:
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა) |
---|---|---|---|---|
ვაშლი, მსხალი | ქეცი, ნაცარი | 0.2 | 800-1000 | 20 (2-3) |
ატამი, გარგარი, ქლიავი, ბალი | ნაცარი, კლასტეროსპორიოზი, სიხუჭუჭე | 0.3 | 800-1000 | 15 (2-3) |
ციტრუსი | ქეცი, ალტერნარიოზი | 0.3-0.4 | 1000-1500 | 20 (2-3) |
ხორბალი, ქერი | ნაცარი, ფოთლის სილაქავეები, ჟანგები | 0.5-0.6 | 250-300 | 20 (1) |
მსგავსი პროდუქტები