ჩვენი პროდუქტი
ფორსი

ინსექტიციდები
აკარიციდებიკატეგორია: ინსექტიციდები - აკარიციდები
წონა: 1 კგ
პროდუქტის აღწერა
მოქმედი ნივთიერება: ტეფლუტრინი 15 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: გრანული (გრ)
ფორსი არის ინსექტიციდი, რომელიც სპეციალურად შემუშავებულია ნიადაგში მცხოვრები მავნებლების წინააღმდეგ. ფორსის გრანულები უზრუნველყოფენ პრეპარატის თანაბრად შეტანასა და განაწილებას ფართობის ერთეულზე.
მოქმედების მექანიზმი:ფორსი ზემოქმედებს მავნებლებზე კონტაქტური და რეპელენტური თვისებების ერთობლივი მოქმედებით, ასევე აქტიური გაზური ფაზით, ფორსი ადვილად იჭრება მავნებლების ორგანიზმში სასუნთქი გზებით, არღვევს ნერვული იმპულსების გამტარობას, ზემოქმედებს ნერვული უჯრედების მემბრანებზე, იწვევს მათ მუდმივ აქტივაციას, რის შედეგად სწრაფად კარგავს კონტროლს კუნთების მოქმედებაზე და საბოლოოდ მავნებელი იღუპება.
გამოყენების ცხრილი:
კულტურა | მავნებელი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | გამოყენების დრო, მეთოდი | ლოდინის პერიოდი (ჯერადობა) |
კარტოფილი | მავთულა და ცრუმავთულა ჭიები | 10-15 | ნიადაგში შეტანა დარგვის დროს | -(1) |
მსგავსი პროდუქტები