icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

კატეგორია: ინსექტიციდები - აკარიციდები

პროდუქტის აღწერა

მოქმედი ნივთიერება: ქლორანტრანილიპროლი 200 გ/ლ

მწარმოებელი ქვეყანა: შვეიცარია

კორაგენი ახალი თაობის მაღალეფექტური ინსექტიციდია მოქმედების უნიკალური მექანიზმით. კორაგენი მავნებლის სახეობის, კულტურისა და გარემო პირობების მიხედვით ანადგურებს მავნებლებს მათ ნაწლავებში მოხვედრის ან მათთან კონტაქტის დროს, ზოგიერთი სახეობისათვის ის აგრეთვე ავლენს ოვიციდურ ქმედებას. კორაგენი ააქტიურებს მწერების რიანიდინურ რეცეპტორებს, რაც თავის მხრივ ასტიმულირებს გლუვი და ზოლოვანი კუნთების შიდა საცავებიდან კალციუმის გამოთავისუფლებას, იწვევს კუნთების რეგულაციის მოშლას, დამბლას და ბოლოს მწერის დაღუპვას. მოწამვლის შემდეგ მწერი სწრაფად წყვეტს მოძრაობას და კვებას. მგრძნობიარე მწერები იღუპებიან 2-4 დღის ვადაში.

გამოყენების ცხრილი:

კულტურა მავნებელი გამოყენების დრო და მეთოდი ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) ლოდინის პერიოდი გამოყენების ჯერადობა
ვაშლი, ვაზი ნაყოფჭამია, ფოთლიხვევია

 

 

 

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში

0,15 10-14 2
პომიდორი ხვატარი, სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილი 0,15 10-14 2
პომიდორი კოლორადოს ხოჭო 0,04 21 (დაცვითი მოქმედება) 1
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო, ჩრჩილი 0,04-0,1 - 1
სიმინდი შვედური ბუზი, სიმინდის ფარვანა, ხვატარი 0,1-0,2 7 2
მზესუმზირა მღრღნელი ხვატარი, ალურა, ხარაბუზა, მდელოს ფარვანა, ქაცეფეხა 0,1-0,2 20 2
ნესვი ალურა 0,15-0,4 7 2
გოგრა ხვატარი, ალურა, კარადნირა 0,25-0,4 7 2
საზამთრო ციცქნა, ჩრჩილი, ფრთათეთრა 0,4-0,5 7 2
სამკურნალო ბალახები ბამბის ხვატარი, კარადნირა, ხვატარი 0,25-0,4 14 2

 

მსგავსი პროდუქტები