ჩვენი პროდუქტი
დელანი

ინსექტიციდები
აკარიციდებიკატეგორია: ინსექტიციდები - აკარიციდები
პროდუქტის აღწერა
მოქმედი ნივთიერება: დითიანონი 500 გ/კგ
ფორმულაცია: წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგრ)
მოქმედების ტიპი:
დითიანონი არის ცილის წარმოქმნის შემაფერხებელი მრავალმხრივი ინჰიბიტორი. ცილის ეს იჰიბიტორი ხელს უშლის სპორების გაღივებას და ჩანასახის ზრდას.
გამოყენება:
ვაშლი, მსხალი – ქეცის წინააღმდეგ (Venturia inaequalis), (Venturia pyrina), დოზით 0,5 – 0,7 კგ/ჰა. გამოიყენება პრევენციულად, პირველადი ინფექციების პერიოდში, პირველი ფოთლების სრულად განვითარების სტადიიდან ნაყოფის საბოლოო ზომის დაახლოებით 70% -ის ჩამოყალიბებამდე (BBCH 26-78).
ყურძენი – ჭრაქის (Plasmopara viticola) და შავი ლაქიანობის წინააღმდეგ (Phomopsis viticola), დოზით 0,5 – 0,7 კგ/ჰა პრევენციული გამოყენებისას. მსხვილკურკოვანი ხილი (ატამი, ვაშლატამა, გარგარი) - ფოთლის სიხუჭუჭის (Taphrina deformans), ატმის ყავისფერი ლპობის წინააღმდეგ (Monillia spp.), დოზით 0,5 – 0,7 კგ/ჰა. გამოიყენება პროფილაქტიკურად, ინფექციისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის შექმნამდე, მხოლოდ ყვავილობის ეტაპამდელ პერიოდში ( BBCH 51).
მოსავლის აღების შემდგომი დამუშავება ხელს უწყობს დაავადებისგან დაცვას. აღნიშნული და- მუშავების ჩატარება რეკომენდირებულია ფოთოლცვენის დაწყებიდან (BBCH 93) ფოთლის სრულ დაცვენამდე (BBCH 97).
ბალი – ფოთლის დაფაცხავების წინააღმდეგ (Stigmina carpophila), დოზით 0,5 – 0,7 კგ/ჰა, ყვავილობამდელი ფენოფაზის დროს (BBCH 67), ე.ი. ზრდადასრულებული ახალგაზრდა ამონაყარის ფენოფაზამდე (BBCH 91).
შენიშვნა:
- დელან 700 წდგრ-ს აქვს სამკურნალო ეფექტი და ინფექციის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ გამოყენების შემთხვევაშიც კი შესანიშნავ შედეგს იძლევა. ვაშლის წამლობისას მისი კომბინაცია პრეპარატ სტრობი დფ-სთან უზრუნველყოფს ხანგრძლივ მოქმედებას და ხელს უშლის რეზისტე- ნტობის გაჩენას.
- საუკეთესო შედეგს აღწევს პრევენციული გამოყენების შემთხვევაში (დაავადების დაწყებამდე).
- ვაშლის ბაღებში დელანი 700 წდგრ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაქსიმუმ ხუთჯერ, ვეგეტაციის პერიოდში.
- ატმისა და ბალის ბაღებში დელანი 700 წდგრ შეგიძლიათ გამოიყენოთ ორჯერ, ვეგეტაციის დასაწყისში.
თავსებადობა:
მისი შერევა არ შეიძლება ზეთოვან, ტუტე რეაქციის მქონე და გოგირდის შემცველ პროდუქტებთან
მსგავსი პროდუქტები