ჩვენი პროდუქტი
ატილა
ინსექტიციდები
პროდუქტის აღწერა
მოქმედი ნივთიერება: კალიუმის ბიკარბონატი 850 გ/კგ (კალიუმის ჰიდროკარბონატი)
პრეპარატული ფორმა: წყალში ხსნადი ფხვნილი (წხფ)
მწარმოებელი: Globachem NV, ბელგია
მოქმედების მექანიზმი: ატილა არის კონტაქტური ინსექტიციდი, წყალში ხსნადი ფხვნილის სახით, რომელიც განკუთვნილია მსხლის ფსილის კონტროლისთვის. კალიუმის ბიკარბონატის მაღალი შემცველობით ატილა მოქმედებს მსხლის ფსილას ახალგაზრდა ლარვებზე, ამცირებს ჭვარტლიანი ობის განვითარების რისკს და ხელს უშლის მიცელიუმისა და სპორების გავრცელებას. ატილას გამოარჩევს კონტაქტური მოქმედება, მავნებლის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ეფექტი და ბიო წარმოებაში გამოყენების შესაძლებლობა.
გამოყენების ცხრილი:
| კულტურა | მავნებელი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | გამოყენების ხერხი, დრო, თავისებურება | ლოდინის პერიოდი | ხელით მუშაობის დაწყების დრო |
| მსხალი | მსხლის ფსილა | 7.0 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, მავნებლის პირველი ნიშნების გამოჩენისას. 1-9 შესხურება 5 დღიანი ინტერვალით. ხარჯვა: 200 - 1 500 ლ/ჰა | -(1-9) | 3(-) |
მსგავსი პროდუქტები
