icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

40 icon

1 კგ

8 icon

0.1 კგ

5 icon

0.05 კგ

კატეგორია: ინსექტიციდები

პროდუქტის აღწერა

მოქმედი ნივთიერება: 20% აცეტამიპრიდი

პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი (SP)

მწარმოებელი: ასტრანოვა

ჯგუფი: 4ინსექტიციდი 

პოტეგონი არის მაღალეფექტური სისტემურ-კონტაქტური ინსექტიციდი მოქმედების ფართო სპექტრით. მოქმედი ნივთიერება - აცეტამიპრიდი ხასიათდება ტრანსლამინარული მოქმედებით, რის გამოც ის შეიწოვება მცენარის მიერ და ვრცელდება ყველა ნაწილზე. პრეპარატის გამოყენების ეფექტი ვლინდება მცენარის დაუმუშავებელ ნაწილებზეც. მავნებლები იღუპებიან წამალთან უშუალო კონტაქტის, ასევე დამუშავებული მცენარეებით კვების დროს. პოტეგონის ინსექტიციდური მოქმედება ვლინდება მისი ზემოქმედებით მწერების ნერვულ სისტემაზე, გადაჭარბებული ნერვული აგზნება იწვევს მავნებლის დამბლას, შედეგად ის საბოლოოდ იღუპება. მწერების სახეობიდან გამომდინარე, პრეპარატს აქვს ტოქსიკური მოქმედება მავნებლების განვითარების სხვადასხვა სტადიაზე: კვერცხებზე, ლარვებზე და ზრდასრულ მავნებლებზე.
 
უპირატესობები:
  • იცავს მცენარეს ერთდროულად რამდენიმე მავნებლისგან.
  • ხარჯვის დაბალი ნორმა, მაღალი ეფექტი .
  • ეფექტურია როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურაზე.
  • პრეპარატებთან კომბინაციაში არ კარგავს აქტივობას.

გამოყენების ცხრილი:

კულტურა მავნებელი პრეპარატის ხარჯვის ნორმა კგ/ჰა წყლის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა დამუშავების მეთოდი ლოდინის პერიოდი
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო, ბუგრი 0.1 200-400 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2-ჯერ 30
კიტრი (დახურული გრუნტი) ბუგრი, ფრთათეთრა 0.15-0.2 200-300 შესხურება ბუგრების გამოჩენის დროს 7
კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი (ღია გრუნტი) ფრთათეთრა, თრიფსები, ბუგრი, ბამბის ხვატარი 0.3 200-300 შესხურება მავნებლების გამოჩენისთანავე 3-7
საძოვრები კალიები 0.06-0.08 250-400 შესხურება მავნებლების გავრცელების კერაში 3-7
ხორბალი, ქერი პურის ბზუალა 0.15-0.175 300-400 შესხურება მავნებლების გავრცელების კერაში 30

 

მსგავსი პროდუქტები