icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

კატეგორია: ინსექტიციდები

წონა: 0.25 კგ

პროდუქტის აღწერა

მოქმედი ნივთიერება: ემამექტინ ბენზოატი 50 გ/კგ

პრეპარატული ფორმა: წყალხსნადი გრანულები (წხგრ)

მწარმოებელი: Syngenta Crop Protection AG

პროკლეიმი წარმოადგენს პირეტროიდული ჯგუფის ინსექტიციდს ქერცლფრთიანი მავნებლების წინააღმდეგ. პრეპარატი მოქმედებს მწერის ნერვული სისტემის ორ უბანზე. ერთმანეთთან აკავშირებს გამა-ამინო ზეთოვანი მჟავას რეცეპტორებს კუნთოვან უჯრედებში. ასეთი შეკავშირების შემდეგ წარმოიქმნება ქლორის იონების განუწყვეტელი ნაკადი კუნთების უჯრედებში, კუნთები რჩებიან მუდმივად მოდუნებულნი, არ იკუმშებიან და ამის გამო წყვეტენ მოძრაობას.

შესხურებიდან 1-4 საათის შემდეგ მწერები სრულად წყვეტენ კვებასა და მოძრაობას, 1-4 დღის შემდეგ იღუპებიან, პროკლეიმს ახასიათებს უნიკალური მოქმედება ქერცლფრთიანების მიმართ, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია ანტირეზისტენტულ პროგრმაში

 

გამოყენების თავისებურებები:

  • პროკლეიმი თრგუნავს მატლის განვითარებას კვერცხის შიგნით, ამიტომ შესხურების დაწყება რეკომენდებულია მავნებლის ფრენის და კვერცხდების პერიოდში ყველაზე სასურველი ეფექტი მიიღწევა როდესაც მავნებელი იმყოფება კვერცხის ან მცირე ხნოვანების მატლის ფაზაში
  • პეპლების ფრენის გაჭიანურებისას ან მავნებლების თაობების არევის შემთხვევაში საჭიროა განმეორებითი შესხურება
  • შეუცვლელი ინსექტიციდია ფარულად მცხოვრები პეპლების მატლების (ჩრჩილები) წინააღმდეგ

 

უპირატესობები:

  • ოვიციდური თვისება, რის გამოც მატლი იღუპება ისე რომ ვერ ასწრებს ნაყოფში შეღწევას
  • მაღალი ეფექტურობა ამინდისგან დამოუკიდებლად, როგორც მაღალ ტემპერატურაზე (+35 0 C -ზე მეტი), ასევე დიდი რაოდენობის ნალექების შემთხვევაშიც
  • უსაფრთხოა ენტომოფაგების მიმართ გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ
  • დაცვითი მოქმედების ხანგრძლივობა - 15 დღე
  • ხანმოკლე ლოდინის პერიოდი 4-7 დღე სპეციფიკაციები

 

გამოყენების ცხრილი:

მცენარის დასახელება

მავნებლის დასახელება

ხარჯვის ნორმა

(ლ/ჰა, კგ/ჰა, ლ/ტ, კგ/ტ

 

გამოყენებისხერხი, დრო,გამოყენების

თავისებურება

ლოდინის

პერიოდი (გამოყენების

ჯერადობა)

დამუშავებულ

ფართობზე ხელით

(მექანიზირე ბული)

სამუშაოების დაწყების დრო

ვაზი

ყურძნის ჭია

    0.250

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის ყოველი თაობის   წინააღმდეგ

10 (2)

3 (-)

კიტრი (დახურული გრუნტი)

ბუგრი, სათბურის ფრთათეთრა

    0.300

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის გამოჩენისთანავე

7 (2)

3 (-)

პომიდორი (ღია და დახურული გრუნტი)

ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა, სათბურის ფრთათეთრა

0.300-0.400

 

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის გამოჩენისთანავე

7 (1-4)

3 (-)

წიწაკა (ღია და დახურული გრუნტი)

ბამბის ხვატარი

   0.300

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში

7 (1-2)

3 (-)

ბადრიჯანი (დახურული გრუნტი)

ბამბის ხვატარი

   0.300

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში

7 (1-2)

3 (-)

მიხაკი

ბამბის ხვატარი

   0.300

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში

7 (2)

3 (-)

მსგავსი პროდუქტები