icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

22 icon

1 კგ

200 icon

10 კგ

კატეგორია: ინსექტიციდები

პროდუქტის აღწერა

მოქმედი ნივთიერება: ტეფლუტრინი 15 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: გრანული (გრ)
მწარმოებელი: Globachem

 

ტეფლიქსი არის ინსექტიციდი, რომელიც სპეციალურად შემუშავებულია ნიადაგში მცხოვრები მავნებლების წინააღმდეგ. ტეფლიქსის გრანულები უზრუნველყოფენ პრეპარატის თანაბრად შეტანასა და განაწილებას ფართობის ერთეულზე. 


მოქმედების მექანიზმი:


ტეფლიქსი ზემოქმედებს მავნებლებზე კონტაქტური და რეპელენტური თვისებების ერთობლივი მოქმედებით, ასევე აქტიური გაზური ფაზით, ტეფლიქსი ადვილად იჭრება მავნებლების ორგანიზმში სასუნთქი გზებით, არღვევს ნერვული იმპულსების გამტარობას, ზემოქმედებს ნერვული უჯრედების მემბრანებზე, იწვევს მათ მუდმივ აქტივაციას, რის შედეგად სწრაფად კარგავს კონტროლს კუნთების მოქმედებაზე და საბოლოოდ მავნებელი იღუპება


სპეციალური გრანულირებული ფორმის გამო მოქმედი ნივთიერება ნაწილ-ნაწილ გამოთავისუფლდება, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის გახანგრძლივებულ მოქმედებას ნიადაგში. ტეფლიქსი ეფექტურად აკონტროლებს ნიადაგში მცხოვრებ მავნებლებს, როგორებიცაა: მავთულა და ცრუმავთულა ჭიები, ღრაჭას მატლები, ბუზის მატლები.  მავნებლები იღუპებიან პრეპარატთან შეხებიდან 10-30 წუთის შემდეგ

 

უპირატესობები:

მოქმედების უნიკალურობის გამო - მავნებლები იღუპებიან სანამ ისინი დაააზიანებენ კუტურულ მცენარეებს;

ეფექტურად აკონტროლებს ნიადაგში მცხოვრებ მავნებლებს კარტოფილსა და სხვა ბოსტნეულ კულტურებში;

იცავს დიდი ხნის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო კულტურების ორგანოებს ნიადაგის მავნებლებისგან;

ხელს უწყობს კარტოფილის ხარისხიანი ტუბერების მიღებას;

ამაღლებს პროდუქტიულობას და აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს;

დაცვითი მოქმედების ხანგრძლივობა 45 დღე.

 

გამოყენების ცხრილი:

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა გამოყენების ხერხი, დრო, თავისებურება ლოდინის პერიოდი ხელით მუშაობის დაწყების დრო
ხორბალი ტკაცუნები (მავთულა ჭიები) 7-12  ნიადაგში შეტანა თესვის დროს. მავნებლების ნაკლებად ინტენსიურად გაჩენის შემთხვევაში გამოიყენება დაბალი დოზა, მაღალი ინტენსივობისას - მეტი დოზა 

- (1)

7 (3)
 ხოჭო დიაბროტიკა 7-12
მზესუმზირა ტკაცუნები (მავთულა ჭიები) 7 - 10 ,,-" - (1) 7 (3)
ხახვი ტკაცუნები (მავთულა ჭიები) 10  ნიადაგში შეტანა (მწკრივებში) თესვის დროს - (1) 7 (3)
მაისის ღრაჭა, ნიადაგის მავნებლები 7-10 - (1) 7 (3)
ნიორი მაისის ღრაჭა, ნიადაგის მავნებლები 7-10 ,,-" - (1) 7 (3)
შაქრის ჭარხალი მაისის ღრაჭა 7-10 ,,-" - (1) 7 (3)
პომიდორი მაისის ღრაჭა, ნიადაგის მავნებლები 7-10 ,,-" - (1) 7 (3)
 სალათა ფოთლოვანი ბოსტნეული მაისის ღრაჭა, ნიადაგის მავნებლები 7-10 ,,-" - (1) 7 (3)
ტყის სანერგეები მერქნიანი დეკორატიული მცენარეები და ხის სახეობები, ნამყენები მაისის ღრაჭა 15-20 ნიადაგში შეტანა დანერგვამდე - (1) 7 (3)
 

მსგავსი პროდუქტები