ჩვენი პროდუქტი
ტენჩანტ პლუსი
ინსექტიციდები
ინსექტო-აკარიციდებიპროდუქტის აღწერა
მოქმედი ნივთიერება: ქლორპირიფოსი 400 გ/ლ + ბიფეტრინი 20 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: ემულსია კონცენტრატი
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
ტენჩანტ პლუსი ფართო სპექტრის ინსექტო აკარიციდია, რომელიც აკონტროლებს მწერების და ტკიპების ფართო სპექტრს ისეთ კულტურებში, როგორებიცაა: ხორბალი, ქერი, ვაშლი, ატამი, გარგარი, ქლიავი, ბოსტნეული, ყურძენი და კარტოფილი. ტენჩანტ პლუსი არის ფართო სპექტრის არასისტემური ინსექტიციდი ქლორპირიფოსის, ორგანოფოსფატის და ბიფერენტინის ორმაგი სინერგიული მოქმედებით. იგი აჩერებს ქოლინტერაზას ინჰიბიტორების მოქმედებას და გავლენას ახდენს მწერის ნერვულ სისტემაზე.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
ინსექტიციდი შექმნილია დიდი რაოდენობით მღრღნელებისა და მწუწნი მავნებლებისგან მინდვრის კულტურების დასაცავად. ქლორიპირიფოსის აქტიური კომპონენტი არის ფოსფორორგანული ნაერთი, რომელიც ხასიათდება კონტაქტური მოქმედებით და წარმოადგენს მავნე მწერებში ქოლინესტერაზას სინთეზის ინჰიბიტორს. მოქმედებს მავნებლების ნერვულ სისტემაზე, იწვევს დამბლას და შემდგომ სიკვდილს. პირეტროიდული ინსექტოაკარიციდი ბიფენტრინი უზრუნველყოფს სრულ კონტროლს მავნებლებთან უშუალო კონტაქტისას. შესხურების პროცედურის შემდეგ მავნებელთა მოქმედება პარალიზებულია.
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
- თავსებადია ბევრ პესტიციდთან, გარდა სპილენძის შემცველი პრეპარატებისა;
- შეინახეთ პრეპარატი მხოლოდ გაუხსნელ (ორიგინალ შეფუთვაში) -5 C-დან +35 C-მდე ტემპერატურაზე, პესტიციდების შესანახად განკუთვნილ, მშრალ, გრილ, კარგად ვენტილირებად ადგილას;
- თავსებადია ბევრ პესტიციდთან, გარდა ძლიერი ტუტე რეაქციის პრეპარატებისა (გამოყენებამდე ნარევი უნდა შემოწმდეს თავსებადობაზე);
- არ გამოიყენოთ ყინვების პერიოდში;
- პრეპარატის ეფექტური მოქმედების ქვედა ტემპერატურული ბარიერი უნდა იყოს +8 C, ხოლო ზედა მოქმედების ტემპერატურული ბარიერი +25 C;
- საჭიროა 2-3-ჯერ შეწამვლა, 7-14 დღიანი ინტერვალით (დამოკიდებულია მავნებელთა გავრცელების სიხშირეზე);
- პრეპარატი გამოიყენება ვეგეტაციის პერიოდში, შესხურების გზით.
გამოყენების ცხრილი:
კულტურა | დაავადება | ხარჯვის ნორმა ლ/ჰა |
ხორბალი | ჭიაწურბელა, პურის ბზუალა | 800 - 1 000 |
ქერი | მავნე კუსებრა, პურის ხოჭო | 1 000 |
ვაშლი, ატამი |
ნაყოფჭამიები, ბუგრები, ტკიპები, ჩრჩილი, ფოთლიხვევიები |
100 - 200 |
გარგარი, ქლიავი | ნაყოფჭამიები, ბუგრები, ტკიპები, ჩრჩილი, ფოთლიხვევიები | 700 |
ვაზი | ფარიანები, ცრუფარიანები, ფოთლიხვევიები, ჭიები | 600 - 800 |
კარტოფილი | კოლორადოს ხოჭო, მავთულა ჭია, მახრა | 400 - 500 |
ბოსტნეული, კიტრი, კომიდორი, გოგრა, ბადრიჯანი (სასათბურე) | კოლოფის ჭია, ტკიპები, ტერმიტის და მწერების ბაღლინჯო | 400 - 500 |
მსგავსი პროდუქტები