icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

10 icon

1 ლ

50 icon

5 ლ

210 icon

25 ლ

კატეგორია: ინსექტიციდები

პროდუქტის აღწერა

პარაფინის მინერალური ზეთი 98% w/w (წ/წ) 83% წ./მოც

პრეპარატული ფორმა: ემულსია კონცენტრატი

ოლეულუქი უნიკალური სისტემური მოქმედების ინსექტიციდია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთა მოზამთრე სტადიების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი: 

ოლეოლუქი მოზამთრე მავნებლებთან საბრძოლველად აქტიურად გამოიყენება. ზეთი ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის მცენარის გარკვეული დაავადებების გავრცელებას, ან სპპორების განვითარებას. პრეპარატის წყალხსნარის შესხურებისას გასანადგურებელი მავნებლების მოზამთრე სტადიები იფარებიან მინერალური ზეთის თხელი აპკით, რაც იწვევს მავნებლის და მისი კვერცხების სასუნთქი გზების გადაკეტვას და სუნთქვის შეჩერებას.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

უნიკალური მოქმედების ნივთიერება ფარავს და ხელს უშლის მავნებლების განვითარებას ნებისმიერ სტადიაზე; პარაფინის ზეთი ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის მცენარის გარკვეული დაავადებების გავრცელებას ან სპორების განვითარებას; პრეპარატს ახაასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი; ხარჯვის ნორმების დაცვის შემთხვევაში პრეპარატი არ იწვევს რეზისტენტობას (შეჩვევას); პარაფინის ზეთი ასევე გამოიყენება აქტიური ინგრედიენტების დასაშლელად და ინსექტიციდების, ფუნგიციდების, ჰერბიციდების მოსამზადებლად; ოლეულუქი უნიკალური მოქმედი ნივთიერება იძლევა მნიშვნელოვან სინერგიულ ეფექტს შხამქიმიკატების მიმართ დამოკიდებულების შესაზღუდად; პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური.

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

ოლეულუქის მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, მავნებელთა ბრძოლაში საუკეთესო ეფექტის მისაღწევად, მცენარის ზედაპირზე პრეპარატი უნდა გადანაწილდეს თანაბრად და სრულად. წამლობა ტარდება ადრე გაზაფხულზე, კვირტების დაბერვამდე.

კულტურა მავნებელი ხარჯვის ნორმა ლ/ჰა ჯერადობა ლოდინის პერიოდი (დღე)
ვაშლი, მსხალი, ატამი

 

 

 

მავნებლების მოზამთრე ფაზები

 

 

 

შესხურება კვირტების გახსნამდე 1,5-2%

 

 

 

1

25-30
ალუბალი, ბალი 25-30
ვაზი 10-15
ვიტრუსები 30-35
კაკალი, თხილი, ნუში 25-30
დეკორატიული მცენარეები 15

 

დამატებითი ინფორმაცია:

პრეპარატის წყალხნარის შესხურებისას გასანადგურებელი მოზამთრე სტადიები იფარებიან მინერალური ზეთის თხელი აპკით, რაც იწვევს მავნებლის და მისი კვერცხების სასუნთქი გზების გადაკეტვას და სუნთქვის შეჩერებას.

ოლეოლუქის ტოქსიკური ეფექტი გამომდინარეობს მავნებლებისათვის ყველა სტადიაზე (კვერცხიდან იმიგომდე) ჰაერცვლისა და წყლის ბალანსის მოშლით. ზეთი კარგად ეკვრის და ეწებება ზედაპირს, ახშობს სასუნთქ მილებს, ტრახეებს, რაც იწვევს ტრანსპირაციისა და ჰაერცვლის მოშლას და ასფიქსიას (მოგუდვას).

მსგავსი პროდუქტები