ჩვენი პროდუქტი
ტარავერტ ევო
სასუქები
ბიო სასუქებიკატეგორია: სასუქები - ბიო სასუქები
პროდუქტის აღწერა
ესპანური წარმოების ბიოსტიმულატორები
TARAVERT-პროდუქციის ეს ასორტიმენტი შეიცავს ამინომჟავებს და ბიოსტიმულატორებს (მაგალითად, ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტებს), შერეულია ორგანულ ნივთიერებებთან და სხვა ელემენტებთან, კულტურების ზრდის გასაუმჯობესებლად და ოპტიმალური შედეგის მისაღწევად.
გამოიყენება ბიო წარმოებაში.
წარმოება: ესპანეთი (Antonio Tarazona)
შემადგენლობა: მანიტოლი 0.3%, თავისუფალი ამინომჟავები 12%, სულ აზოტი (N) 7%, ორგანული აზოტი (N) 3.7%, ამიაკური აზოტი (N) 3.3.%, 2.5% წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდი (K2O).
ტარავერტ ევო აერთიანებს ორ საუკეთესო ბიოსტიმულატორს: ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტს და მცენარეული ცილების ჰიდროლიზს. თხევადი ბიოსტიმულატორი ხელს უწყობს მცენარეს სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლაში და ეხმარება მცენარეს ზრდა განვითარებაში.
ამინომჟავების და წყალმცენარეეების ექსტრაქტები ავლენენ ბიოლოგიური აქტივობის დიდ სპექტრს. ქიმიური ანალიზით დადასტურებულია,რომ ისინი შეიცავენ ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ მცენარის ზრდა-განვითარებას,ზრდის მოსავლიანობას და იცავენ დაავადებებისა და მავნებლებისგან. მათი გამოყენება წარმატებით შეიძლება ორგანულ (ბიო) პროდუქციის წარმოებაში. კვლევებით დადასტურებულია, რომ წყალმცენარეთა ექსტრაქტების გამოყენებით მცენარეს უძლიერდება სტრესული ფაქტორებისადმი (ყინვა, გვალვა, გარემოს დაბინძურება) გამძლეობა. ასევე ნაკლებად ავადდებიან სოკოვანი დაავადებებით და უფრო დაცულია მავნებლებისაგან. ისინი ავლენენ ანტიმიკრობულ, ციტოტოქსიკურ და ანტივირუსულ აქტივობებს. რეკომენდებულია სეტყვისაგან და არასწორად გამოყენებული პრეპარატის მიწოდებით მიყენებული სტრესული მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
გამოყენების ცხრილი:
| კულტურა | ხარჯვის ნორმა | შეტანის წესი |
| ხეხილი | 200 მლ/100 ლ წყალში | ფოთლოვანი შესხურება (შეტანა იწყება გაზაფხულზე კვირტების გამოჩენისას, ასევე ყვავილობამდე, ნაყოფის გამონასკვის დროს და ნაყოფის განვითარების საწყის ეტაპებზე) |
| ვაზი, ზეთისხილი, ბოსტნეული კულტურები | 100 - 150 მლ/100 ლ წყალში | |
| მარცვლეული, შაქრის ჭარხალი, ბრინჯი | 2-4 ლ/ჰა თითოეულ შესხურებაზე | |
| იონჯა | 1.5-3 ლ/ჰა თითოეულ შესხურებაზე | |
| კენკრა, მარწყვი, წითელი ხილი | 150-300 მლ/100 ლ წყალში ყოველ 2 კვირაში ერთხელ | |
| ხეხილი | 3-4 ლ/ჰა | ფერტიგაცია (შეტანა უნდა გაიმეოროთ ყოველ 10-14 დღეში) |
| ვაზი, ზეთისხილი, ბოსტნეული კულტურები | 2-3 ლ/ჰა | |
| კენკრა, მარწყვი, წითელი ხილი | 3-4 ლ/ჰა. სტრესულ პირობებში: 4-8 ლ/ჰა ყოველ 2 კვირაში ერთხელ |
მსგავსი პროდუქტები
