icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

კატეგორია: სასუქები - წყალში ხსნადი

პროდუქტის აღწერა

შემადგენლობა: სულ აზოტი (N) - 3%, შარდოვანა (N) - 3%, კალიუმის ოქსიდი (K2O) - 32%

მწარმოებელი: Antonio Tarazona, ესპანეთი

ტარასოილ K არის ესპანური წარმოების უმაღლესი ხარისხის ეფექტური სასუქი კულტურების ბოლო ფაზებისთვის. იგი გამოირჩევა კალიუმის მაღალი კონცენტრაციით, რაც ამზადებს მცენარეს არახელსაყრელი კლიმატური პირობებისთვის და ხელს უწყობს მომწიფების პროცესებს. წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდი საუკეთესო საშუალებაა მცენარის იმუნიტეტის გასაძლიერებლად. პრეპარატი ასევე ანიჭებს ნაყოფის ზომას მეტ ერთგვაროვნებას და აჩქარებს დამწიფებას. მისი თხევადი ფორმა უზრუნველყოფს მოქმედი ნივთიერების მარტივ, სწრაფ და ეფექტურ მუშაობას. ტარასოილ K რეკომენდირებულია ფესვის გამოკვებისთვის კალიუმის მაღალი მოთხოვნილების ფაზაში ნაყოფის განვითარების დაწყებიდან ფერის შეცვლამდე.

გამოყენების ცხრილი:

კულტურა ხარჯვის ნორმა შეტანის წესი
ბოსტნეული, ციტრუსი, ხეხილი, ვენახი, ზეთისხილი, ხახვი, ნიორი 100 - 200 გ/100 ლ წყალში ფოთლოვანი შესხურება
ბოსტნეული 8 - 12 ლ/ჰა (2-4) ფერტიგაცია
ციტრუსი, ხეხილი, ვენახი, ზეთისხილი, ხახვი, ნიორი 10 - 15 ლ/ჰა (3-5)

მსგავსი პროდუქტები