ჩვენი პროდუქტი
კრისტაფიდ 60%
სასუქები
წყალში ხსნადიპროდუქტის აღწერა
შემადგენლობა: კალიუმი (K2O)-60%
კრისტაფიდ 60%-კალიუმით ნორმალური კვებისას მცენარე იოლად იტანს მოკლევადიან გვალვას,ზრდის მცენარის ყინვაგამძლეობას; ადიდებს შაქრის შემცველობას ნაყოფსა და ბოსტნეულში, სახამებელს-კართოფილის ტუბერებში. კალიუმი დადებითად მოქმედებს თესლის წარმოქმნაზე,ზრდის თესლის ნატურას. მისი ნაკლებობის შემთხვევაში მცენარისაგან მიღებული თესლი წვრილია,ზოგჯერ მოუმწიფებელი, რომელიც აღმოცენების უნარს ადვილად კარგავს.
კალიუმის სიმცირის დამახასიათებელი ნიშანია ფოთლის ფირფიტაზე მურა ფერის ლაქების წარმოშობა, ფოთლის ხმობას იწვევს ნაპირებიდან, თუმცა მის ცენტრში მწვანე შეფერვა შენარჩუნებულია. კალიუმის უკმარისობა იწვევს მცენარის განვითარების შეფერხებას, ამცირებს მოსავალს და მის ხარისხს. მცენარეს უხმება ფოთლის ნაპირები და იფერება მოყვითალო-ყავისფრად.
კალიუმი მცენარეს ეხმარება დამსხვილებასა და დაწითლებაში.
გამოყენების ცხრილი:
სასოფლო-სამეურნეო კულტურა |
ხარჯვის ნორმა კგ/ჰა |
შეტანის წესი |
ხეხილი, ბოსტნეული -ღია და დახურული გრუნტი) (დასაშვებია ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში გამოყენება) |
100-300კგ/ჰა |
ფერტიგაცია (კონცენტრაცია სარწყავ წყალში არ უნდა აღემატებოდეს 0,5გ/ლ) |
მსგავსი პროდუქტები