ჩვენი პროდუქტი
კალცინიტი

სასუქები
წყალში ხსნადიკატეგორია: სასუქები - წყალში ხსნადი
წონა: 25 კგ
პროდუქტის აღწერა
კალცინიტი - კალციუმის ნიტრატი
კალცინიტი წყალში სრულად ხსნადი, აზოტის და კალციუმის შემცველი სასუქია, რომელიც განკუთვნილია მორწყვის სხვადასხვა სისტემებისთვის, აგრეთვე ფესვგარეშე (ფოთლოვანი) გამოკვებისთვის. იგი გამოიყენება ფერტიგაციაში და ჰიდროპონიკის საშუალებით, წვეთოვანი სარწყავი სისტემების გაჭედვის რისკის გარეშე.
კალცინიტი უზრუნველყოფს აზოტისა და კალციუმის მყისიერ და გრძელვადიან ურთიერთქმედებას მცენარესთან, განსაკუთრებით არახელსაყრელი ნიადაგის სახეობის პირობებში. აუმჯობესებს სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას. ზრდის დაავადებების მიმართ მედეგობას ისეთ მცენარეებში, როგორიცაა კარტოფილი, ხეხილი და ბოსტნეული კულტურები. კალციუმი, რომელსაც შეიცავს კალცინიტი, უზრუნველყოფს მცენარეთა კარგ დაფესვიანებას, ამცირებს სტრესულ გავლენას, ამყარებს მცენარის უჯრედის კედლებს და ქსოვილებს. აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს.
მსგავსი პროდუქტები