 ჩვენი პროდუქტი
 ჩვენი პროდუქტი
ტარაბლენდ (S) 8-15-15 (10)
 
            სასუქები
ნიადაგში შესატანიპროდუქტის აღწერა
შემადგენლობა: 8% სულ აზოტი (N), 1% ნიტრატული აზოტი, 7% ამიაკის აზოტი. 15 % ფოსფორის პენტოქსიდი (P2O5), 15% წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდი (K2O), 2% სულ მაგნიუმის ოქსიდი (MgO), 10% წყალში ხსნადი გოგირდის ტრიოქსიდი (SO3), 6% წყალში ხსნადი რკინა (Fe).
მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
ტარაბლენდ (S) 8-15-15 (10) - ნიადაგში შესატანი სასუქი გოგირდის შემცველობით და მდიდარი მიკროელემენტებით. იგი გამოიყენება ყველა კულტურაში, როგორც ძირითადი სასუქი დათესვამდე, ასევე იხმარება დათესვის შემდგომაც. გოგირდი აბალანსებს pH-ის რაოდენობას და ხელს უწყობს სასუქის სრულად ათვისებას. ფოსფორი აფხვიერებს მიწას და ხელს უწყობს მცენარის ფესვთა სისტემის ეფექტურ მუშაობას. ხოლო კალიუმის საშუალებით მცენარე გამოიმუშავებს გარკვეული დაავადებების მიმართ იმუნიტეტს.
გამოყენების ცხრილი:
| კულტურა | ხარჯვის ნორმა | შეტანის წესი | 
| ხორბალი / ქერი | 200-400 კგ/ჰა | ნიადაგში შეტანა | 
| სიმინდი | 500-800 კგ/ჰა | |
| კარტოფილი | 500-800 კგ/ჰა | |
| ვაზი | 0,5 - 1 კგ თითო მცენარეზე | |
| ვაშლის ხე | 3-5 კგ თითო ხეზე | 
მსგავსი პროდუქტები
 
			
 
						 
                        
 
                 
                
 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
			