ჩვენი პროდუქტი
ათლეტი
ფუნგიციდები
პროდუქტის აღწერა
მოქმედი ნივთიერება:(750 წდგრ ციპროდინილი 750 გ/კგ)
მოქმედების მექანიზმი:
„ათლეტი 750 წდგრ“-ს მოქმედ ნივთიერებას გააჩნია მოქმედების უნიკალური მექანიზმი,რაც საშუალებას იძლევა:
- შეჩერებულ იქნას ინფექციის პროცესი ვეგეტაციის საწყის ეტაპზე, როცა ტრადიციული საშუალებები დაბალეფექტურია;
- პრეპარატი გამოყენებულ იქნას დაბალ ტემპერატურაზე;
- მიღწეულ იქნას მაქსიმალური ეფექტი ძლიერი ინფიცირების შემთხვევაშიც კი;
- პრეპარატი გამოყენებულ იქნას ცივ, წვიმიან ამინდებში;
- გამოყენებულ იქნას მცენარეთა დაცვის ინტეგრირებულ სისტემებში;
- თავიდან აცილებულ იქნას გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება;
- უზრუნველყოს პრეპარატის სწრაფი მოქმედება: ეფექტი ვლინდება პრეპარატის გამოყენებიდან რამდენიმე საათში
- „ათლეტი 750 წდგრ“-ს გააჩნია ვაშლის ფოთლებში ძალიან სწრაფი ტრანსლამინარული გადაადგილების უნარი, რის გამოც ის შესხურებიდან 2-3 საათის შემდეგ უკვე არ ჩამოირეცხება წვიმით.
გამოყენების თავისებურებები:
„ათლეტი 750 წდგრ“ ხელს უწყობს ვეგეტაციის სეზონის კარგ დაწყებას, ინახავს რა ფოთლებს ჯანმრთელად. ამავე დროს პრეპარატი აბსოლუტურად უსაფრთხოა მცენარისთვის და არ ავლენს უარყოფით გავლენას გარემოზე
„ათლეტი 750 წდგრ“-სისტემური ფუნგიციდია რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი პროფილაქტიკური და გამოხატული სამკურნალო მოქმედება. პრეპარატი გამოირჩევა ვაშლის ქეცის გამომწვევი სოკოს წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობით. საუკეთესო ეფექტს იძლევა პრეპარატის გამოყენება ადრე გაზაფხულის პერიოდში, მწვანე კონუსის ფაზიდან დაწყებული ყვავილობის დაწყების ფაზამდე. ამ პერიოდში ვლინდება ამ ფუნგიციდის უპირატესობა სხვა სტანდარტულ ფუნგიციდებთან შედარებით. წამლობისას და წამლობის შემდეგ დაბალი ტემეპერატურები არ მოქმედებს ფუნგიციდ „ათლეტი 750 წდგრ"-ს ეფექტურობაზე. პრეპარატის დამცავი ეფექტის ხანგრძლივობაა 7-10 დღე რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი. პრეპარატი თავსებადია ფუნგიციდების უმრავლესობასთან, რომლებიც გამოიყენება ვაშლის დაავადების კონტროლისთვის, მათ შორის ტრიაზოლების, დიფენოლონაზოლებისა და პენკონაზოლების ფუძეზე. „ათლეტი 750 წდგრ" ძალზედ ეფექტურია ვაზის ნაცრისფერი სიდამპლის და ვაზის ნაცარის წინააღმდეგ საბრძოლველად
კულტურა | დაავადება | გამოყენება | ხარჯვის ნორმა | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
ვაშლი | ქეცი, ნაცარი, ნაყოფის სიდამპლე | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 0.2-0.25 | 28(4) |
მსხალი | ქეცი, ნაცარი, ნაყოფის სიდამპლე | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 0.2-0.3 | 28(4) |
ატამი | ხუჭუჭა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 0.15-0.3 | 25(4) |
გარგარი,ქლიავი | კლასტეროსპოროზი, მონოლიოზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 0.2-0.3 | 28(4) |
ბალი, ალუბალი | კლასტეროსპოროზი, მონოლიოზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 0.15-0.3 | 28(4) |
ვაზი | ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 0.5-0.7 | 20(3) |
კარტოფილი | ფიტოფტოროზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 1.2-2 | 20(2) |
პომიდორი (ღია გრუნტი) | ფიტოფტოროზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 1.2-2 | 5(2) |
მსგავსი პროდუქტები