ჩვენი პროდუქტი
თირამ გრანუფლო
ფუნგიციდები
კულტურების მიხედვით42
1 კგ690
20 კგკატეგორია: ფუნგიციდები - კულტურების მიხედვით
კულტურების მიხედვით: ვაშლი, ატამი, გარგარი, ვაზი, მსხალი, მარწყვი, დაავადების მიხედვით, ნაცარი, ქეცი, ფოთლის სიხუჭუჭე
პროდუქტის აღწერა
მოქმედი ნივთიერება: 80% თირამი (ტეტრამეთილ-თიურამ-დისულფიდი)
კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი
პრეპარატული ფორმა: წყალში ხსნადი გრანულები
აქტიურად გამოიყენება ფოთლის სიხუჭუჭის, ნაცრისფერი სიდამპლის, ქეცისა და ანთრაქნოზის წინააღმდეგ.
უპირატესობები:
- წყალში ადვილად ხსნადი გრანულები
- მოქმედების ფართო სპექტრი
- გამოიყენება ანტირეზისტენტურ პროგრამებში
- თავსებადია ინტეგრირებულ დაცვის სისტემებთან
- აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს
- შედეგისა და ფასის საუკეთესო თანაფარდობა
მწარმოებელი ქვეყანა: ბელგია
ტექნოლოგიური რჩევები:
ატამი - ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ შესხურებები ტარდება დოზით 2-3კგ/ჰა შემოდგომაზე ფოთლის გაცვენის შემდეგ, ზამთრის ბოლოს კვირტების გაღვიძებისას და ვარდისფერი კონუსის ფაზაში ( BBCH 95-69). იმ შემთხვევაში, თუ უამინდობის გამო მესამე შესხურება ვერ ხერხდება, დასაშვებია შესხურება ყავილობის დროსაც. წელიწადში არაუმეტეს 3 შესხურებისა
ყურძენი - ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ შესხურებე-ბი ტარდება დოზით 3-4კგ/ჰა. პირველი შესხურება ყვავილობის საწყის ფაზაში, მომდევნო შესხურებები კი ნაყოფის სიმწიფის დაწყებისას ( BBCH 61-81 ) ორი შესხურება 10-14 დღის ინტერვალით. წელიწადში არაუმეტეს 3 შესხურებისა.
ვაშლი და მსხალი - ქეცის წინააღმდეგ შესხურებები ტარდება დოზით 2-3კგ/ჰა, პირველი შესხურება ტარდება ყვავილობამდე ასკოსპორების გავრცელების პერიოდში. მომდევნო შესხურებები კი ზაფხულის ინფექციის შემდეგ, ნაყოფის სიმწიფის დაწყებისას ( BBCH 10-81) 7-10 დღის ინტერვალით. დასაშვებია შესხურების დოზის გაზრდა ინფექციის მაღალი ფონის დროს. წელიწადში არაუმეტეს 4 შესხურებისა
მარწყვი - ნაცრისფერი სიდამპლისა და ანთრაქნოზის წინააღმდეგ შესხურებები ტარდება დოზით 2-3 კგ/ჰა ყვავილობის დაწყებისას, ყვავილობის პერიოდში და ყვავილობიდან 70-80% ფურცლების ჩამოცვენისას (BBCH 55-67) 10 დღის ინტერვალით. წელიწადში არაუმეტეს 3 შესხურებისა
გამოყენების ცხრილი
მცენარის სახეობა | დაავადება | რაოდენობა | ლოდინის პერიოდი მოსავლის აღებამდე | |
პესტიციდი (კგ/ჰა) | წყალი (ლ/ჰა) | |||
ატამი | ფოთლის სიხუჭუჭე | 2.0 - 3.0 | 800-1000 | 42 დღე |
ყურძენი | ნაცრისფერი სიდამპლე | 3.0 - 4.0 | 800-1000 | 35 დღე |
მსხალი, ვაშლი | ქეცი | 2.0 - 3.0 | 800-1500 | 35 დღე |
მარწყვი | ნაცრისფერი სიდამპლე, ანთრაქნოზი | 2.0 - 3.0 | 500-600 | 7 დღე |
მსგავსი პროდუქტები