ჩვენი პროდუქტი
სტაგერი მ-45
ფუნგიციდები
პროდუქტის აღწერა
მოქმედი ნივთიერება: მანკოცები 800 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი
სოკოს გასანადგურებლად, ან მისი ზრდის პრევენციისათვის შექმნილი ფუნგიციდი, სტაგერი, წარმოებულია ქიმიური კომპონენტებითა და ბიოლოგიური ორგანიზმებით. კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი ვაშლის, ლობიოს, ჩინური მწარე კვახის, ყვავილოვანი კომბოსტოს, წიწაკის, ვაზის, მიწისთხილის, სორგოს, ოსპის, სიმინდის, მუსკუსური ნესვის, ხახვის, ბრინჯი პედის, კარტოფილის, სოიოს მარცვლის, შაქრის ჭარხლის, მზესუმზირის, პომიდვრის, კაკლის, საზამთროსა და თხილის კულტურების ჭრაქოვანი დაავადებებისგან დასაცავად გამოიყენება.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
მანკოცები არის დამცავი ნივთიერება, რომელიც მოქმედებს სოკოს უჯრედების სულფიდრილის ჯგუფის ამინომჟავებისა და ფერმენტების შეჩერებით, რაც შედეგად გვაძლევს ATP - ის წარმოებას და ლიპიდების მეტაბოლიზმის დარღვევას. დაავადებების ეფექტური მკურნალობისთვის, უმჯობესია მისი პრევენციული გამოყენება (პრეპარატის უნდა გამოიყენოთ დაავადების გამოვლენამდე, ან დაავადებების საწყის ეტაპზე).
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
- მაღალეფექტურია და სტაბილური მოქმედების უნარი გააჩნია;
- იდეალურად მუშაობს კომბინირებულ ნაზავებში, სისტემურ ფუნგიციდებთან;
- აჩქარებს მცენარის ზრდას, რადგან შეიცავს მიკროელემენტებს;
- ხასიათდება სწრაფი მოქმედებით შესხურებისთანავე;
- პესტიციდის გამოყენება იძლევა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ის არ იჭრება ტუბერში, ნაყოფში და მტევანში;
- პრეპარატს აქვს დაბალი ხარჯვის ნორმა;
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
- თავსებადია მცენარეთა დაცვის საშუალებების უმეტესობასთან;
- არ შეიძლება პრეპარატის შერევა ტუტე ფუნგიციდებთან;
- სამუშაო ხსნარის გამოყენება რეკომენდებულია შესაბამისი აღჭურვილობით: რესპირატორი, რეზინის ხელთათმანი, სპეცტანსაცმელი;
- კანზე, ან თვალში მოხვედრისას, კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ, შესაწამლი აპარატურა გარეცხეთ წყალში, რომელსაც შეხება არ აქვს ავზებთან და მდინარეებთან, რათა თავიდან ავირიდოთ გარემოს დაბინძურება;
- მცენარის შეწამვლა უნდა მოხდეს დილით, ან საღამოს, უნალექო ამინდში;
კულტურა |
დაავადება |
ხარჯის ნორმა ლ/ჰა |
ლოდინის პერიოდი (გამოყ.ჯერადობა) |
ვაზი |
ჭრაქი |
2-3 |
30(6) |
ვაშლი, მსხალი |
ქეცი |
2.5 |
30(5) |
ციტრუსი |
ანთრაქნოზი |
1.6-3 |
15(4) |
ნესვი, საზამთრო |
ჭრაქი,ანთრაქნოზი,ნაცრისფერი ობი |
1.5-2.5 |
1(4) |
კიტრი |
პერენოსპოროზი |
2-2.5 |
14(3) |
კარტოფილი |
ფიტოფთორა |
1.2-1.6 |
20(5) |
კარტოფილი(სათესლე) |
ტუბერების დამუშავება (რიზოქტონიოზი) |
2-2.5 |
20(3) |
პომიდორი |
ფიტოფტორა,მაკროსპოროზი |
2-2.5 |
20(5) |
ხახვი, ნიორი |
ჭრაქი, ბოტრიტისი, ყელის სიდამპლე, ჟანგა სოკო |
2.2-3.5 |
10(3) |
თხილი |
ფოთლის ლაქიანობა, სიდამპლე |
1.7-2.2 |
30(6) |
კაკალი |
კაკლის სიწითლე, ჭრაქი, ლაქიანობა |
3-4 |
30(6) |
ნუში |
ყავისფერი სიდამპლე, ანთრაქნოზი, ალტერნარიოზი, ფოთლის სიწითლე ანუ პოლისტიგმოზი |
3-6 |
30(6) |
ლობიო |
ანთრაქნოზი, ჟანგა |
1.7-2.2< |
მსგავსი პროდუქტები