icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

42 icon

1 ლ

კატეგორია: ჰერბიციდები - სარეველები

პროდუქტის აღწერა

მოქმედი ნივთიერება: იმაზამოქსი 40 გ/ლ

პრეპარატული ფორმა: წყალში ხსნადი კონცენტრატი (წხ)

მწარმოებელი: Astranova, თურქეთი

ჰერბიციდი სიმირნა - X (40 გ/ლ იმაზამოქსი) განკუთვნილია კულტურებში ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სარეველების გასაკონტროლებლად. 

მცენარეთა დაცვის პროდუქტის გამოყენება: სიმირნა-X სწრაფად შეიწოვება სარეველების ღეროებიდან და ფოთლებიდან. იგი აფერხებს სარეველების ზრდას და იწვევს მათ განადგურებას 3–4 კვირის განმავლობაში. სიმირნა-X გამოიყენება IMI-ტოლერანტულ მზესუმზირის ჯიშებში. რეკომენდებულია მხოლოდ ერთი გამოყენება სეზონზე. ეფექტური კონტროლისთვის აუცილებელია მინდორში დომინანტი სარეველა სახეობების სწორად იდენტიფიცირება და მათი გათვალისწინება. 

გამოყენების ცხრილი:

კულტურა ხარჯვის ნორმა სარეველები გამოყენების ხერხი, დრო, თავისებურება ლოდინის პერიოდი (ჯერადობა) ხელით მუშაობის დაწყების დრო
სოია 1 - 1.5 ერთწლიანი და ზოგიერთი მრავალწლიანი, ორლებნიანი და მარცვლოვანი (რძიანა, ჩვეულებრივი ჯიჯლაყა, ღორის ბირკა, ბურჩხა) ნათესების შესხურება სარეველების განვითარების ადრეულ ფაზაში (1-3 ფოთოლი) და კულტურის 2-3 ფოთლის ფაზა. (მომდევნო წელს შესაძლებელია ყველა კულტურის დათესვა, გარდა შაქრის ჭარხლისა. ჰერბიციდის გამოყენებასა და შაქრის ჭარხლის თესვას შორის ინტერვალი 16 თვე.) სამუშაო ხსნარის ხარჯვა: 250 - 300 ლ/ჰა 60 (1) - (-)
ბარდა 1 - 1.5 ერთწლიანი და ზოგიერთი მრავალწლიანი, ორლებნიანი და მარცვლოვანი (წიწმატურა, ჩვეულებრივი ჯიჯლაყა, ნაცარქათამა, ჟუნჟრუკი, ლემა, ბურჩხა, შავთარა, ჩვეულებრივი მატიტელა, ძურწა, ჭინჭარი, ღორის ბირკა) ნათესების შესხურება სარეველების განვითარების ადრეულ ფაზაში (1-3 ფოთოლი) და კულტურის 3-6 ფოთლის ფაზაში. (მომდევნო წელს შესაძლებელია ყველა კულტურის დათესვა, გარდა შაქრის ჭარხლისა. ჰერბიციდის გამოყენებასა და შაქრის ჭარხლის თესვას შორის ინტერვალი 16 თვე.) სამუშაო ხსნარის ხარჯვა: 250 - 300 ლ/ჰა 60 (1) - (-)
ლობიო 1 - 1.5 ერთწლიანი და ზოგიერთი მრავალწლიანი, ორლებნიანი და მარცვლოვანი (ჩვეულებრივი ჯიჯლაყა, შავთარა, ნაცარქათამა, ლემა, ბურჩხა, ღორის ბირკა, ძაღლყურძენა, მატიტელა)  ნათესების შესხურება სარეველების განვითარების ადრეულ ფაზაში (2-4 ფოთოლი) და კულტურის 4-5 ფოთლის ფაზაში. (მომდევნო წელს შესაძლებელია ყველა კულტურის დათესვა, გარდა შაქრის ჭარხლისა. ჰერბიციდის გამოყენებასა და შაქრის ჭარხლის თესვას შორის ინტერვალი 16 თვე.) სამუშაო ხსნარის ხარჯვა: 250 - 300 ლ/ჰა 60 (1) - (-)
მზესუმზირა (იმაზამოქსის მიმართ გამძლე ჯიშები) 1 - 1.5 ერთწლიანი და ზოგიერთი მრავალწლიანი, ორლებნიანი და მარცვლოვანი (კელაპტარა, ბურჩხა, ჯიჯლაყა, ღორის ბირკა, ნაცარქათამა, ძაღლყურძენა, ჩვეულებრივი მატიტელა)  ნათესების შესხურება სარეველების განვითარების ადრეულ ფაზაში (2-4 ფოთოლი) და კულტურის 4-5 ფოთლის ფაზაში. (მომდევნო წელს შესაძლებელია ყველა კულტურის დათესვა, გარდა შაქრის ჭარხლისა. ჰერბიციდის გამოყენებასა და შაქრის ჭარხლის თესვას შორის ინტერვალი 16 თვე.) სამუშაო ხსნარის ხარჯვა: 250 - 300 ლ/ჰა 60 (1) - (-)
იონჯა 1 - 1.5 აბრეშუმა ნათესების შესხურება კულტურის 10-12 ფოთლის ფაზაში. (მომდევნო წელს შესაძლებელია ყველა კულტურის დათესვა, გარდა შაქრის ჭარხლისა. ჰერბიციდის გამოყენებასა და შაქრის ჭარხლის თესვას შორის ინტერვალი 16 თვეა.) სამუშაო ხსნარის ხარჯვა: 250 - 300 ლ/ჰა 60 (1) - (-)
მიწისთხილი 1 - 1.5 ჩვეულებრივი მატიტელა, ღორის ბირკა, ონტკოფა ნათესების შესხურება სარეველების განვითარების ადრეულ ფაზაში (1-3 ფოთოლი) და კულტურის 2-3 ფოთლის ფაზა. (მომდევნო წელს შესაძლებელია ყველა კულტურის დათესვა, გარდა შაქრის ჭარხლისა. ჰერბიციდის გამოყენებასა და შაქრის ჭარხლის თესვას შორის ინტერვალი 16 თვე.) სამუშაო ხსნარის ხარჯვა: 250 - 300 ლ/ჰა 60 (1) - (-)

 

მსგავსი პროდუქტები