icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

12 icon

0.1 კგ

კატეგორია: ინსექტიციდები - ინსექტო-აკარიციდები

პროდუქტის აღწერა

მოქმედი ნივთიერება: ალუმინის ფოსფიდი 560 გ/კგ

პრეპარატული ფორმა: აბი

მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი

ემჯიფოსი - შენახვის პირობებში არსებული მავნელბლების საკონტროლოდ გამოსაყენებელი მწვავე მოქმედების, ერთ-ერთი ძლიერი ფუმიგანტი, ბეღლის მავნებლების წინააღმდეგ.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი: 

ემჯიფოსი 56% ტაბლეტი, მყარი მდგომარეობიდან გადადის გაზისებრ მდგომარეობაში და ალუმინის ფოსფიდის გაზი ხვდება რა სასუნთქ ორგანოებში იწვევს მწერებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების გაგუდვას, მათ შორის ბეღლის თაგვების. ემჯიფოსის გამოყენების წინ საჭიროა, საწყობს გაუკეთდეს ჰერმეტიზაცუა, რომ არ მოხდეს გაზის გაჟონვა. ტაბლეტები თავსდება მარცვლეულის ხვავში სხვადასხვა დონეზე, რაც შეიძლება ღრმად, რათა თანაბრად განაწილდეს გაზი, რის შემდეგაც სათავსო/საწყობი იკეტება ჰერმეტულად. ექსპოზიციის გასვლის შემდეგ, სათავსო გაიხსნება და განიავდება 5 დღის განმავლობაში. დამუშავებული პროდუქტი საკვებად ვარგისია. გაზის ექსპოზიციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საცავში არსებულ ტემპერატურაზე. +12-16C 5 დღეა. +16-20 C 4 დღეა და +20C-ის ზემოთ ექპოზიცია 3 დღეა.  

აქტიური ნივთიერების ალუმინის ფოსფიდის ატმოსფერულ ტენიანობასთან შეხების შედეგად წარმოიქმნება ქიმიური რეაქცია, რის შედეგადაც პრეპარატი იშლება უფერო ფოსფინის გაზის, ნახშირორჟანგისა და ამიაკის გამოყოფით. აირისებრი ფოსფინი იწვევს მავნებლების ნერვული სისტემის დამბლას, რაც იწვევს მეტაბოლური პროცესების დარღვევას და ბლოკავს ჟანგბადის დინებას ორგანიზმში. შედეგად მავნებლები იღუპებიან.

გამოყენების ცხრილი:

კულტურა პრეპარატის ხარჯვის ნორმა გამოყენების დრო გამოყენების ხერხი, გამოყენების თავისებურება
ჩაუტვირთავი მარცვალსაცავები 5 გ/მ3 (2 აბი) მავნებლები შენახვის პირობებში ფუმიგაცია 15-16 C-ის დროს ექსპოზიცია 5 დღე. პერსონალის დაშვება მოხდება მხოლოდ განიავების შემდეგ, როცა ფოსფინის შემცველობა სამუშაო ზონის ჰაერში არ აღემატება ზდკ-ს.
მარცვალი (სასურსათო, სათესლე, საფუტკრე) 9 გ/მ3 (3 აბი) იგივე პირობები და დეგაზაცია არანაკლებ 10 დღისა, რეალიზაცია მოხდება, როცა ფოსფინის ნაშთი პროდუქციაში არ აღემატება ზდდ-ს.

ფქვილი, ბურღული საწყობში ან პოლიეთილენის საფარქვეშ

6 გ/მ3 (2 აბი) იგივე პირობები და დეგაზაცია არანაკლებ 2 დღისა, რეალიზაცია მოხდება, როცა ფოსფინის ნაშთი პროდუქციაში არ აღემატება მდდ-ს.
მშრალი ბოსტნეული საწყობში ან პოლიეთილენის საფარქვეშ 5 გ/მ3 (2 აბი) იგივე პირობები და დეგაზაცია არანაკლებ 5 დღისა, რეალიზაცია მოხდება, როცა ფოსფინის ნაშთი პროდუქციაში არ აღემატება მდდ-ს.
მარცვლოვანი ან პარკოსანი კულტურების მარცვალი გემისა და ტანკერების ტრიუმებში, ნავსადგურებში 2,4 გ/მ3 (1 აბი) ფუმიგაცია 15-16 C-ის დროს, ექსპოზიცია ფიტოექსპოფუმიფაციის ტექნოლოგიის გამოყენებით - 16 დღე; რეცირკულაციის მეთოდით 1 დღე. დეგაზაცია რეისის დროს და დრეიფის დროს; მარცვლის დათვალიერება და დატვირთვა მოხდება მაშინ, როცა ფოსფინის შემცველობა მარცვლის ზედაპირიდან 0,5-1 მ სიმაღლეზე 0,1 მგ/მ3-ია. რეალიზაცია მოხდება,როცა ფოსფინის ნაშთი პროდუქციაში არ აღემატება მდდ-ს. ხალხის დაშვება სრული განიავების შემდეგ, როცა ჰაერში ფოსფინის შემცველობა არ აღემატება მდდ-ს.

 

მსგავსი პროდუქტები