ჩვენი პროდუქტი
პენტოსი
ფუნგიციდები
დაავადების მიხედვით15
0.250 ლკატეგორია: ფუნგიციდები - დაავადების მიხედვით
დაავადების მიხედვით: ნაცარი
პროდუქტის აღწერა
პენკონაზოლი 100გ/ლ
პრეპარატული ფორმა: ემულსია კონცენტრატი
მაღალეფექტური ფუნგიციდი პენტოსი გამოიყენება ვაზის, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის, ბოსტნეულის, დეკორატიული კულტურების, კენკროვნების ნაცროვანი დაავადებებისაგან დასაცავად. პრეპარატი თავსებადია სტანდარტულ ინსექტიციდებთან, აკარიციდებთან და ფუნგიციდებთან. პრეპარატს არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა და არ არის რეზისტენტული მცენარეებისთვის (არ იწვევს შეჩვევას).
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
პრეპარატს გააჩნია სისტემური და ტრანსლამინარული მოქმედება. პესტიციდი სწრაფად აღწევს მცენარეში და ვრცელდება მასში, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას, ამცირებს წვიმით ჩამორეცხვის საშიშროებას. პენკონაზოლი თრგუნავს სტეროლების ბიოსინთეზს. მოძრაობს აკროპეტალურად (ზემოდან ქვემოთ გადაადგილდება) და თრგუნავს ინფექციას სპორების ზრდის პერიოდში. ის აღწევს მცენარის ქსოვილში, მთლიანად თრგუნავს სუბტიკულარული მიცელიუმის ზრდას, რაც ამცირებს სპორების წარმოქმნას.
გამოყენების ცხრილი:
კულტურა | დაავადება | ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა; კგ/ჰა) | გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება | ლოდინის პერიოდი, გამოყენების ჯერადობა |
კიტრი (ღია და დახურული გრუნტი) | ნაცარი |
0.15 0.25 - 0.4 |
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,025% სამუშაო ხსნარით |
20(2) 3(3) |
ვაშლი | ნაცარი | 0.3 - 0.4 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20 (4) |
ვაზი | ნაცარი | 0.15 - 0.25 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.15 - 0.25% სამუშაო ხსნარით | 21(3) |
ატამი | ნაცარი | 0.5 - 1 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.15 - 0.25% სამუშაო ხსნარით | 20(4) |
მარწყვი | ნაცარი | 0.3 - 0.5 | შესხურება ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ 0.05% სამუშაო ხსნარით | -(2) |
შავი მოცხარი | ამერიკული ნაცარი | 0.2 - 0.4 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.25%-0.05% | 20(4) |
შავი მოცხარი (სადედე) | ნაცარი | 0.3-0.4 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.05 - 0.1% | 20 (4) |
ჟოლო | მეწამული ლაქიანობა, ნაცრისფერი სიდამპლე | 0.3 - 0.6 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.05 - 0.1% | -(2) |
ალუბალი (სადედე) | კოკომიკოზი | 0.3-0.4 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.05 - 0.1% | -(2) |
თხილი, კაკალი | ნაცარი | 0.3-0.4 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.05 - 0.1% | 20 (3) |
ვარდი, მიხაკი, ქოთნის ყვავილები | ნაცარი, ჟანგვა | 0.4 - 1 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.05 - 0.1% | 14 (3-4) |
სამკურნალო მცენარეები | ნაცარი, ჟანგვა | 0.15 - 0.2 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.05 - 0.1% | (2) |
მსგავსი პროდუქტები