ჩვენი პროდუქტი
ჯაკო 50 წხგრ
პროდუქტის აღწერა
პრეპარატული ფორმა: წყალში ხსნადი კონტაქტური და ტრანსლამინარული მოქმედების ფუნგიციდი კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.
მოქმედი ნივთიერება: კრესოქსიმ - მეთილი 50% წგ
ჯაკო 50 წხგრ-ს გააჩნია დამცავი ეფექტი, ვინაიდან ის სპორების აღმოცენების ინჰიბირებას ახდენს. მას ასევე გააჩნია სამკურნალო თვისებები ფოთლის ზედაპირზე სოკოების მიცელიუმის და სპორების ზრდის ინჰიბირების გამო. ჯაკო 50 წხგრ წარმოადგენს ტრანსლამინარული მოქმედების ფუნგიციდს, რომელსაც გრძელვადიანი დამცავი ეფექტი გააჩნია. ამგვარად ჯაკო 50 წხგრ გამოიყენება როგორც დაავადების გაჩენამდე, ისე მისი განვითარების შემდეგ.
გამოყენების ცხრილი:
კულტურა | დაავადება | გამოსაყენებელი დოზა | ინტერვალი მოსავლის აღებამდე |
ვაშლი | ვაშლის ქეცი | 15 გ/100ლ წყალზე | 35 დღე |
ვაზი | ნაცარი | 20 გ/100ლ წყალზე | 35 დღე |
გოგრისებრნი | ნაცარი | 25 გ/100ლ წყალზე | 3 დღე |
ციტრუსები | ალტერნარია, ყავისფერი ლაქიანობა | 25 გ/100ლ წყალზე | 35 დღე |
მსგავსი პროდუქტები