ჩვენი პროდუქტი
იაგუარი
ჰერბიციდები
სარეველებიპროდუქტის აღწერა
პრეპარატული ფორმა: ემულსია კონცენტრატი
ტოქსიკურობის კლასი: III
მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი
იაგუარი აღმოცენების შემდგომი მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ მოქმედი სისტემური, სუპერსელექციური ჰერბიციდია. იგი წარმატებით აფერხებს ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი სარეველების ზრდისა და განვითარების პროცესს. იაგუარის ათვისება ხდება ფოთლოვანი გზით. მისი მცენარეში გადაადგილება ხდება ჭურჭრლ-ბოჭკოვანი სისტემით ფესვებისაკენ და ხელს უშლის ახალი ყლორტების წარმოქმნას.
მთავარი უპირატესობები:
- ეფექტური მოქმედება ყველა ძირითადი ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ.
- გამოყენება კულტურების ფართო დიაპაზონში (150-ზე მეტი კულტურა)
- სწრაფი მოქმედება, სარეველები კვდებიან გამოყენებიდან მე-5 მე-7 დღეს.
- დაბალი ხარჯვის ნორმა.
- არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა კულტურული მცენარის მიმართ.
გამოყენების ცხრილი:
კულტურა | გასანადგურებელი ობიექტი | გამოყენების პერიოდი | ხარჯვის ნორმა ლ/ჰა |
კარტოფილი, ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, პომიდორი, შაქრის ჭარხალი, მზესუმზირა | ერთწლიანი მარცვლოვანი (ბურჩხა, მინდვრის სურგო, ძურწა, თივაქასრა, მელაკუდა, სეტარია, ერთწლიანი თოვაქასრა, ცოცხა ბალახი, მწყერფეხა, შვრიელა, ჭვარძლა) | ნათესების შესხურება სარეველების 2-4 ფოთლის ფაზიდან, მიუხედავად კულტურის განვითარების ფაზისა | 0.75 - 1 |
კარტოფილი, ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, პომიდორი, შაქრის ჭარხალი, მზესუმზირა | მრავალწლიანი მარცვლოვანი | შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე 10-15 სმ სიმაღლისას | 1-1.2 |
ვაზი | მრავალწლიანი მარცვლოვანი (ჭანგა მხოხავი) | მიმართული შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე, გაზაფხულზე კულტურის დაცვით. | 1-1.2 |
მსგავსი პროდუქტები