icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

17 icon

0.5 კგ

კატეგორია: ჰერბიციდები - სარეველები

სარეველები: კულტურის მიხედვით

პროდუქტის აღწერა

მოქმედი ნივთიერება: გლიფოსატის ამონიუმის მარილი 747 გ/კგ

საშიშროების კლასი: III

მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი

პრეპარატული ფორმა: ხსნადი გრანულები

გამოყენების სპექტრი: პრეპარატი განკუთვნილია ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველების გასანადგურებლად ვენახებში, თხილნარში, ხეხილის ბაღებში, ციტრუსებსა და კივის კლანტაციებში.  პრეპარატი ინტენსიურად გამოიყენება სიმინდის, ხორბლის, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების თესვის წინ სარეველებისგან ნაკვეთების გასაწმენდად.

 

დიქსი ექსტრა წარმოადგენს სისტემური მოქმედების ჰერბიციდს. ის სწრადად შეიწოვება ფოთლებიდან და ვრცელდება მთელ მცენარეში, ფესვის ჩათვლით. პრეპარატს არ გააჩნია აქტივობა ნიადაგში. ის ანადგურებს მხოლოდ იმ სარეველებს, რომლებიც შესხურების მომენტისათვის არიან აღმოცენებულნი და გააჩნიათ მწვანე სავეგეტაციო ორგანოები. სარეველას სრული განადგურება ხდება 7-10 დღეში მისი სახეობისა და კლიმატური პირობების მიხედვით.

 

გამოყენების ცხრილი:

კულტურა მავნე ობიექტი გამოყენების მეთოდი ხარჯვის ნორმა კგ/ჰა
ვაზი, თხილი, კივი, ხეხილი, ციტრუსი

 

 

ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები

შესხურება სარეველებზე ვეგეტაციის პერიოდში კულტურის დაცვით 1-2
სიმინდის, ხორბლის, ბოსტნეულის, ბაღჩეულის დასათესი მინდვრები მომდევნო კულტურის დათესვამდე 1-2 კვირით ადრე 1-2
სიმინდის და ხორბლის ნაწვერალი შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე მოსავლის აღების შემდეგ 1.5-2

 

მსგავსი პროდუქტები